ცერმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემი
ცერმატი
გერმ. Zermatt
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
კოორდინატები 46°01′00″ ჩ. გ. 7°45′00″ ა. გ. / 46.01667° ჩ. გ. 7.75000° ა. გ. / 46.01667; 7.75000
ფართობი 242.69 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1616
მოსახლეობა 5,720 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 24 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 3920
საფოსტო ინდექსი 3920
საავტომობილო კოდი VS
ოფიციალური საიტი http://www.zermatt.ch
ცერმატი — შვეიცარია
ცერმატი

ცერმატი (გერმ. Zermatt) — თემი შვეიცარიაში. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კურორტი. მდებარეობს ვალეს კანტონის სამხრეთ ნაწილში, იტალიის საზღვრის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1616 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია პენინის ალპების ოთხიათასიანი სიმაღლის მწვერვალებით, მათ შორის დიუფურის პიკითა (4634 მ) და მატერჰორნით (4478 მ). განთქმულია როგორც ალპინიზმისა და სამთო-სათხილამური სპორტის ცენტრი.

2010 წლის აღწერით ცერმატის მუდმივი მოსახლეობა შეადგენს 5,720 ადამიანს, თუმცა აღნიშნული რიცხვი რყევადია, რაც ამ სოფელში ტურისტების დასახლებით არის განპირობებული. ადგილობრივი ეკონომიკა დაფუძნებულია ტურიზმზე და შესაბამისად, ცერმატის მოსახლეობის დიდი ნაწილის სამუშაო ადგილს სასტუმროები და რესტორნები შეადგენენ. მოსახლეობის 1/3 ადგილობრივი მკვიდრია, ე.ი. დაბადებულია თვით ცერმატში, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩამოსულია საზღვარგარეთიდან.

ტერმინი „ცერმატი“ წარმოსდგება ალპური მდელოებისაგან. თავდაპირველად გაჩნდა სახელწოდება „Zur Matte“ (მდელოზე), ხოლო მოგვიანებით „ცერმატი“ ეწოდა. 1495 წლამდე ცერმატი რუკებზე არ იყო გამოსახული. ამ ადგილზე ადრე არსებობდა დასახლება პრაბორნოსა თუ პრატო-ბორნოს სახელწოდებით, რომლებიც რუკებზე XIII საუკუნის დასწისში არიან გამოსახული. აოსტის ხეობაში მყოფი ფრანგულ ენაზე მოსაუბრე ხალხი ცერმატს პრაბორნეს სახელწოდებით იცნობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]