ჩინეთის კულტურული რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩინეთის კულტურული რევოლუცია1966-1977 წლებში, ჩინეთში მიმდინარე იდეოლოგიურ-პოლიტიკური კამპანიის სერია. კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა მაო ძედუნი, რომელმაც გამოგონილი „კაპიტალიზმის რესტავრაციის“ ფარგლებში მოახდინა პოლიტიკური ოპოზიციის მთლიანი დისკრედიტაცია და განადგურება.

კულტურულმა რევოლუციამ გამოიწვია ინტელიგენციის ფართომასშტაბიანი რეპრესიები, კოლოსალური ზიანი მიაყენა კულტურასა და განათლებას. ფეოდალური გადმონაშთების განადგურების მოწოდების შედეგად განადგურდა კულტურის ძეგლები, შეიცვალა შიდაპოლიტიკური კურსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]