ჩარლზ შუხერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლზ შუხერტი
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1858(1858-07-03)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ცინცინატი[4]
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი, 1942(1942-11-20)[4] [1] [2] (84 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-ჰეივენი[4]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა პალეონტოლოგი[5] და მკვლევარი
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი, New York State Museum, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი[3] და აშშ-ის გეოლოგიური სამსახური[3]
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი[3] , ნიუ-იორკის უნივერსიტეტი[3] და ჰარვარდის უნივერსიტეტი[3]
ჯილდოები პენროუზის მედალი[6] [3] , ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია[3] , მერი კლარკ თომპსონის მედალი[3] და Daniel Giraud Elliot Medal[7]

ჩარლზ შუხერტი (ინგლ. Charles Schuchert; დ. 3 ივლისი 1858, ცინცინატი, აშშ — გ. 20 ნოემბერი 1942, ნიუ-ჰეივენი, აშშ) — ამერიკელი პალეონტოლოგი და გეოლოგი. იკვლევდა ხმელეთისა და ზღვების განაწილებას წარსულის გეოლოგიურ დროში. პალეონტოლოგიაში ძირითადად დაკავებული იყო უხერხემლოების კვლევით.

1892-1893 წლებში მუშაობდა იელის უნივერსიტეტში, ხოლო 1893-1894 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ კომიტეტში. 1904 წლიდან იელის უნივერსიტეტისა და შეფილდის სამეცნიერო სკოლის პროფესორი. შუხერტის ძირითადი შრომები შეეხება ბრაქიოპოდების ტაქსონომიას, პალეოგეოგრაფიას, ისტორიულ გეოლოგიას, ჩრდილოეთ ამერიკის სტრატიგრაფიასა და გეოსინკლინების კლასიფიკაციას.

1904 წელს შემოიღო ტერმინი პალეობიოლოგია, როგორც „ახალი ფართო მეცნიერების“ ცნება, რომელიც უერთდება „ტრადიციულ პალეონტოლოგიას დამამტკიცებელი ფაქტებითა და გეოლოგიისა და ქიმიის იზოტოპების გაგებით“.

1934 წელს ჩარლზ შუხერტს აშშ-ის ეროვნული აკადემიისაგან მიენიჭა მერი კლარკ ტომპსონის მედალი.[8]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Revision of Paleozoic Stelleroida, with Special Reference to North American Asteroida (1915)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lull R. S., Charles Schuchert, «American Journal of Science», 1943, v. 241, № 2.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]