შმუელ აგნონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შმუელ აგნონი
ებრ. שמואל יוסף עגנון
დაბადების თარიღი 8 აგვისტო, 1887(1887-08-08)[1]
დაბადების ადგილი ბუჩაჩი[2]
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი, 1970(1970-02-17)[3] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი იერუსალიმი[2]
დასაფლავებულია Mount of Olives Jewish Cemetery
საქმიანობა მწერალი[2] , რომანისტი[2] და პოეტი[2]
ენა ებრაული ენა და იდიში
მოქალაქეობა  ავსტრია-უნგრეთის იმპერია
 გერმანიის იმპერია
 ვაიმარის რესპუბლიკა
 ბრიტანული მანდატი პალესტინაში
 ისრაელი
ჟანრი მოთხრობა და რომანი
Magnum opus Tel ou tel, The Bridal Canopy, Invité pour la Nuit, Those Were the Days, Une histoire simple, Days of Awe და Samuch ve-Nir'eh
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[2] [12] [13] , ბიალიკის პრემია[2] , ისრაელის პრემია[2] [14] , ბიალიკის პრემია[2] , ისრაელის პრემია[15] , ვაიცმანის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, იერუსალიმის საპატიო მოქალაქე და Newman Prize
მეუღლე Esther Marx
შვილ(ებ)ი Emuna Yaron

შმუელ იოსებ აგნონი (ებრ. שמואל יוסף עגנון; დ. 17 ივლისი, 1888, ბუჩაჩი, აღმოსავლეთ გალიცია — გ. 17 თებერვალი, 1970, იერუსალიმი) — ებრაელი მწერალი, ისრაელის ენის აკადემიის წევრი. 1966 წელს გერმანელ პოეტ ნელი ზაქსთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[16]

მწერლის შემოქმედება ასახავს კონფლიქტს ებრაულ ტრადიციებსა და თანამედროვე სამყაროს ღირებულებებს შორის და ტრადიციების გაქრობის პროცესს აღწერს. მის ლიტერატურულ ენას თანამედროვე და რაბინული ივრითის სინთეზი ქმნის.[17]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუჩაჩი, შმუელ აგნონის მშობლიური ქალაქი

შმუელ აგნონი 1888 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ გალიციის ქალაქ ბუჩაჩში დაიბადა, რომელიც ამჟამად უკრაინის შემადგენლობაშია. მისი მამა, შალომ მორდეკაი ოფიციალურად რაბინი იყო, თუმცა ბეწვით ვაჭრობაში იყო ჩართული და ჰასიდ ებრაელებთან ჰქონდა კავშირი. აგნონს სკოლაში არ უსწავლია. მის განათლების პროცესს მშობლები ხელმძღვანელობდნენ.[18] რვა წლის ასაკში იგი უკვე ივრითსა და იდიშზე წერდა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც აქტიურად წერდა და აქვეყნებდა ლექსებსა და მოთხრობებს.

1908 წელს აგნონი ქალაქ იაფაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ გამოქვეყნებული პირველი მოთხრობა „მიტოვებული ცოლები“ იყო, რომელიც 1910 წელს გერმანულ ენაზე ითარგმნა.

1913 წელს მწერალი გერმანიაში გადავიდა, სადაც ესტერ მარქსი გაიცნო, რომელიც 1920 წელს ცოლად შეირთო. წყვილს თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინა. აგნონს ლიტერატურულ საქმიანობაში მატერიალურად ხელს სალმან შოკერი, ბიზნესმენი და გამომცემელი უმართავდა. 1931 წლიდან აგნონის წიგნებს შოკერის გამომცემლობა აქვეყნებდა, ხოლო მისი მოთხრობები ჟურნალ Haaretz-ში იბეჭდებოდა, რომელსაც ასევე შოკერის ოჯახი ფლობდა. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში აგნონი ავსტრიელ ებრაელ მწერალთან, მარტინ ბუბერთან ერთად ჰასიდისტური მოთხრობების ანთოლოგიაზე მუშაობდა.

1924 წელს აგნონის სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ყველა მისი ხელნაწერი და წიგნი დაიწვა. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ მწერალზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რაც მის მომდევნო პერიოდის მოთხრობებში აისახა. იმავე წელს აგნონი პალესტინაში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად იერუსალიმში დასახლდა. 1929 მწერლის ბიბლიოთეკა ანტისემიტმა მეამბოხეებმა გაანადგურეს.[19]

1931 წელს გამოქვეყნდა აგნონის რომანი „ქალის გათხოვება“, რომელმაც კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა.[20] მას მოჰყვა „უბრალო ამბავი“ 1935 წელს, რომელშიც მოქმედება XIX საუკუნის დასასრულს, ბუჩაჩში ხდება. მომდევნო რომანში „მხოლოდ გუშინ“, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა, მოქმედება XX საუკუნის დასაწყისში, ისრაელში ხდება.

სტილი, თემები და გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნონის კაბინეტი

შმუელ აგნონის შემოქმედება რეალისტურია. მისი მხატვრული სტილი ენათესავება ეროვნულ ფოლკლორს, შუა საუკუნეების დიდაქტიკურ ლიტერატურას და ზოგი თავისებურების მიხედვით, თანამედროვე ევროპული მწერლების შემოქმედებას. აგნონის ღრმად ფსიქოლოგიური ნაწარმოებების მთავარი გმირები ძირითადად უბრალო გალიციელი ებრაელები ან პალესტინის პირველი ებრაელი კოლონისტები არიან.

აგნონის შემოქმედება აქტიური აკადემიური კვლევის ობიექტია. ებრაული ლიტერატურის არაერთ წამყვან მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები მისი შემოქმედების შესახებ.

ნობელის პრემიის მიღებისას მწერალმა თქვა: „ჩემს წიგნებში ხშირად ხედავენ ისეთ მწერალთა გავლენას, რომელთა სახელებიც, ჩემდა სამწუხაროდ, არ გამიგია, ამასთანავე სხვანი ხედავენ პოეტთა გავლენას, რომელთა შესახებ მსმენია, თუმცა არ წამიკითხავს მათი ლექსები.“ აგნონმა თავისი ლიტერატურული გზის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბიბლიამ,[21] გერმანულმა და ზოგადად, ევროპულა ლიტერატურამ მოახდინა, რომელსაც გერმანული თარგმანებით კითხულობდა. ამ თემაზე ესეების კოლექცია, რომლის შექმნაში წვლილი ებრაელმა და გერმანელმა მეცნიერებმა შეიტანეს, 2010 წელს გამოქვეყნდა სათაურით „აგნონი და გერმანია: გერმანული სამყარო შ. ი. აგნონის შემოქმედებაში“.

აგნონი (მარცხნივ) ნობელის პრემიის მიღებისას, 1966 წელს

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნონი ორჯერ გახდა ხაიმ ნახმან ბიალიკის სახელობის პრემიის ლაურეატი (1934[22] და 1950[22][23] წლებში). ასევე მას ორჯერ მიენიჭა ისრაელის პრემია ლიტერატურაში (1954[24] და 1958[25] წლებში).

1966 წელს აგნონმა ნელი ზაქსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ებრაელი ხალხის ცხოვრების მოტივებზე აგებული საფუძვლიანი და დამახასიათებელი თხრობის სტილისათვის“.[16]

სიკვდილი და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ექსპოზიცია ბუჩაჩის მუზეუმში

აგნონი 1970 წლის 17 თებერვალს იერუსალიმში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების გამოქვეყნება მისმა ქალიშვილმა, ემა იარონმა გააგრძელა. აგნონის ოჯახმა მწერლის არქივი იერუსალიმის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. მის სახლში სახლ-მუზეუმი გაიხსნა.[26] კაბინეტი, სადაც იგი თავის ნამუშევრებს ინახავდა, ხელუხლებლად დატოვეს.[27] იერუსალიმში ქუჩასა და სინაგოგას აგნონის სახელი ეწოდა. მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს მშობლიურ ქალაქშიც, ბუჩაჩში, სადაც მას მუზეუმი გაუხსნეს და ბიუსტი დაუდგეს, ხოლო ქუჩას, რომელზეც აგნონი ცხოვრობდა, მისი სახელი უწოდეს.

ისრაელში გაჩნდა ტერმინი — აგნოთერაპია, რაც ხანშიშესული ადამიანებისთვის მათი განცდების გამოხატვაში დახმარებას გულისხმობს.[28]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lexicon of Modern Hebrew Literatureאוניברסיטת המדינה של אוהיו, 2004.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 23. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. SNAC — 2010.
  5. Encyclopædia Britannica
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  8. Babelio — 2007.
  9. Prabook — 2018.
  10. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. Munzinger Personen
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1966/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  14. https://cms.education.gov.il/EducationCMS/Units/PrasIsrael/Tashyag/Tashkab_Tashyag_Rikuz.htm?DictionaryKey=Tashyad
  15. https://cms.education.gov.il/EducationCMS/Units/PrasIsrael/Tashyag/Tashkab_Tashyag_Rikuz.htm?DictionaryKey=Tashyah
  16. 16.0 16.1 nobel prize in literature 1966.
  17. Norwich, John Julius (1990). Oxford Illustrated Encyclopedia Of The Arts. USA: Oxford University Press, გვ. 10. ISBN 978-0198691372. 
  18. Agnon bio დაარქივებული 2000-09-15 საიტზე Wayback Machine. .
  19. Beit Agnon. Agnonhouse.org.il. ციტირების თარიღი: September 1, 2011.
  20. Fisch, Harold (Autumn 1970). „The Dreaming Narrator in S. Y. Agnon“. Novel: A Forum on Fiction. Duke University Press. 4 (1): 49–68. doi:10.2307/1345251. JSTOR 1345251.
  21. Nobel Speech. Nobelprize.org (December 10, 1966). ციტირების თარიღი: September 1, 2011.
  22. 22.0 22.1 Biography of Shmuel Yosef Agnon.
  23. List of Bialik Prize recipients 1933–2004 (in Hebrew), Tel Aviv Municipality website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. – which omits the award in 1934
  24. Israel Prize recipients in 1954 (in Hebrew). Israel Prize Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 7, 2012.
  25. Israel Prize recipients in 1958 (in Hebrew). Israel Prize Official Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 8, 2012.
  26. About section. Agnon House Website.
  27. A little modesty goes a long way. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-09. ციტირების თარიღი: 2020-06-24.
  28. Therapy through S.Y. Agnon stories helps the elderly face their realities