შარლოტ-ამალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტ-ამალია

შარლოტ-ამალია (ინგლ. Charlotte Amalie) — აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი მდებარეობს კუნძულ სენტ-ტომასის სამხრეთით.

2000 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობს 18 900 ადამიანი.[1]

შარლოტ-ამალიას სახელი დაერქვა დანიის მეფის კრისტიან V-ის მეუღლის შარლოტ-ამალიას პატივსაცემად.

ამჟამად ქალაქში განვითარებულია ტურიზმი. აქ მდებარეობს ძველი ტაძრები და სინაგოგები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]