შარლიზ თერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლიზ თერონი

შარლიზ თერონი 2018 წელს
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1975 (1975-08-07) (48 წლის)
ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
საქმიანობა მოდელი, მსახიობი
აქტიური 1995 - დღემდე
მეუღლე(ები) შონ პენი (2014-დღემდე)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

2003 — მონსტრი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

2003 — მონსტრი
საიტი charlizetheron.com

შარლიზ თერონი (ინგლ. Charlize Theron, [ʃɑrˈliːs ˈθɛrən], აფრიკაანსი [ʃɑrˈliːs ˈtrɔn]; დ. 7 აგვისტო 1975, ბენონი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში.[1][2] დედის მხრიდან თერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ნიდერლანდური ფესვები აქვს. თერონის მშობლები ფერმას და გზების მშენებლობის ფირმას ფლობდნენ, რომელსაც გერდა თერონი მართავდა.

1991 წლის 21 ივნისს მისმა დედამ, გერდამ, მამამისი ცელსასროლი იარაღით მოკლა. ჩარლზი, რომელიც ალკოჰოლიკი იყო,[3] გერდას თავს დაესხა და მასა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. გასროლა თავდაცვად შეფასდა და გერდა არ დასჯილა.[4] ამ დროს შარლიზი 15 წლის იყო.

თერონი 1990-იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი როლებით ისეთ ფილმებში, როგერებიცაა „ორი დღე ხეობაში“, „მძლავრი ჯო იანგი“, „ეშმაკის ადვოკატი“ და „მეღვინეების წესები“. თერონის მიერ განსახიერებულმა სერიული მკვლელის ეილინ უორნოსის როლმა ფილმში „მონსტრი“ (2003) კრიტიკოსების და კინომოყვარულების მოწონება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ვერცხლის დათვი“, „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის და სხვა. თერონი აფრიკაში დაბადებულთაგან პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა. 2005 წელს შარლიზი კვლავ წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ფილმში „ჩრდილოეთის ქვეყანა“ (2005). ჰოლივუდის ბულვარზე გახსნილია შარლიზ თერონის სახელობის ვარსკვლავი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1997 ეშმაკის ადვოკატი The Devil's Advocate მერი-ენ ლომაკსი
1999 მეღვინეების წესები The Cider House Rules კენდი
1999 ასტრონავტის მეუღლე The Astronaut's Wife ჯილიან არმაკოსტი
2000 აზარტული თამაშები Reindeer Games ეშლი
2000 ღირსების საქმე Men of Honor გვენ სანდეი
2001 15 წუთი 15 Minutes როუზ ჰემი
2001 ტკბილი ნოემბერი Sweet November სარა
2003 მონსტრი Monster ეილინ უორნოსი
2003 ძარცვა იტალიურად The Italian Job სტელა ბრიჯერი
2005 ჩრდილოეთის ქვეყანა North Country ჯოსი ეიმზი
2009 ალმოდებული ველი The Burning Plain სილვია
2012 ფიფქია და მონადირე Snow White and the Huntsman დედოფალი რავენა
2014 მილიონი გზა მოკვდე დასავლეთში A Million Ways to Die in the West ანა ლეზერვუდი
2015 შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა Mad Max: Fury Road იმპერატორ ფურიოსა
2017 ფორსაჟი 8 The Fate of the Furious საიფერი
2012 ფორსაჟი 9 The Fate of the Furious საიფერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Karsten, Chris (2009). Charlize: Life's One Helluva Ride. Human & Rousseau, გვ. 18. 
  2. Karsten, Chris (2009). Charlize: Life's One Helluva Ride. Human & Rousseau, გვ. 16. 
  3. განაცხადა „Inside the Actors Studio“-სთან ინტერვიუში, 2004 წელს.
  4. Charlize Theron. BiographyChannel.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-08.