შარლ გულადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ გულადი
ბურგუნდიის, ლუქსემბურგის, ნემურის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგი, ნევერის, არტუას, შაროლუას, ფლანდრიის, ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფი
მმართ. დასაწყისი: 15 ივნისი, 1467
მმართ. დასასრული: 5 იანვარი, 1477
წინამორბედი: ფილიპ კეთილი
მემკვიდრე: მარია მდიდარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ნოემბერი, 1433
დაბ. ადგილი: დიჟონი, ბურგუნდია
გარდ. თარიღი: 5 იანვარი, 1477, (43 წლის)
გარდ. ადგილი: ნანსი, ლოთარინგია
მეუღლე: კატრინ დე ვალუა
(ქ. 1440 - გარდ. 1446)
იზაბელ დე ბურბონი
(ქ. 1454 - გარდ. 1465)
მარგარეტ იორკელი
(ქ. 1468)
შვილები: მარია, ბურგუნდიის ჰერცოგინია
დინასტია: ვალუები
მამა: ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: ისაბელ პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ გულადი (ფრანგ. Charles le Téméraire, დაბადებით შარლ მარტენი; დ. 10 ნოემბერი, 1433, დიჟონი — გ. 5 იანვარი, 1477, ნანსთან) — ბურგუნდიის ჰერცოგი, ფილიპ კეთილის, ბურგუნდიის ჰერცოგის, ვაჟი.

მტრებისთვის შარლ მრისხანედ ცნობილი, ის იყო ბურგუნდიის ბოლო ჰერცოგი ვალუას დინასტიიდან. მისი ადრეული გარდაცვალება გადამწყვეტი მომენტი გახდა ევროპის ისტორიისთვის. მისი გარდაცვალების შემდეგ შარლ გულადის სამფლობელოები საფრანგეთმა და ჰაბსბურგებმა დაინაწილეს. ეს უკანასკნელები შარლ გულადის ქალიშვილ მარი ბურგუნდიელთან ქორწინებით მისი მემკვიდრეები გახდნენ. თუმცა მხარები დანაწილებით კმაყოფილი არ დარჩნენ, რაც მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში მთავარი ომების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი გახდა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Vaughan, Richard (1973), Charles the Bold: The Last Valois Duke of Burgundy, London: Longman Group, ISBN 0-582-50251-9.