შამპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შამპანი საფრანგეთის რუკაზე (1789 წ.)

შამპანი (ფრანგ. Champagne) — ისტორიული ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. შამპანის ტერიტორიაზეა მარნის, ზემო მარნის, ობის, არდენების, დეპარტამენტები. ფართობი 25,7 ათ. კმ². მთავარი ქალაქი — რეიმსი. განვითარებულია ლითონდამუშავება და მანქანათმშენებლობა (ქალაქები: რეიმსი, სენ-დიზიე, მეზიერი და სხვ.), საფეიქრო, ტრიკოტაჟის (რეიმსი, ტრუა, სედანი), კვების (უმთავრესად შამპანური ღვინის წარმოება: რეიმსი, ეპერნე, შალონ-ან-შამპანი, ბარ-სიურ-ობი), ხის დასამუშავებელი, ქაღალდის მრეწველობა. სოფლის მეურნეობაში ჭარბობს მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, სიმინდი) წარმოება და მევენახეობა (ილ-დე-ფრანსის კუესტის კალთებზე). მისდევენ მეცხოველეობას.

წყაროებში პირველად იხსენიება IX–X საუკუნეებში. 1284 წელს სამეფო დომენს შეუერთდა. ასწლიანი ომის (1337–1453) დროს შამპანი საომარი მოქმედების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი იყო. შამპანის ტერიტორიის ნაწილზე მიმდინარეობდა ჟაკერია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]