შათირის ნაეკლესიარი
იერსახე
შათირის ნაეკლესიარი — ნაეკლესიარი დასავლეთ საქართველოში, გურიაში. შათირის ნაეკლესიარი მდებარეობს სოფელ შათირის სასაფლაოზე, სამხრეთით განაპირას, ყველაზე მაღალ წერტილში. ნაეკლესიარის ადგილს ირგვლივ სამ მეტრამდე სიმაღლის რიყის ქვით ნაგები კედელი აკრავას. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კედელზე ბეტონის კიბეებია მოწყობილი, რომლითაც შიდა სივრცეში ვხვდებით, სადაც მთელი ტერიტორია მიწით არის სავსე და საფლავებია განლაგებული. ნაეკლესიარის კვალი არ იკითხება. მხოლოდ რამდენიმე თლილი კვადრი დევს საფლავებთან. ადგილობრივების გადმოცემით ამ ადგილას ეკლესია მდგარა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1. https://memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?id=20941