ყარადელდაგის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყარადელდაგის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში.

ნამოსახლარი ქედის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზეა დამხრობილი. იმ ადგილს, სადაც ნამოსახლარია, საბჭოთა ტოპო რუკებზე კ(ყ)არადელდაგ ქვია. ამ ადგილიდან სრულად ჩანს მთლიანი ველი ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით. ნამოსახლარი ქედის ჩრდილო, შედარებით ნაკლებად დამრეც ფერდზეა მოწყობილი. მას დასავლეთიდან, ჩრდილოეთის მიმართულებით აღმოსავლეთის კიდემდე აშკარად გამოხატული სათავდაცვო თხრილი შემოუყვება. სამხრეთის მხრიდან, როგორც ჩანს მისი ნაწილი ეროზიის შედეგადაა ჩამოშლილი. ნამოსახლარის შიგნით კარგად ჩანს ნაგებობების ჩაქცეული ბუდობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39262