ღია საგანმანათლებლო რესურსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღია საგანმანათლებლო რესურსები (ღსრ) — თავისუფლად ხელმისაწვდომი, ღია ლიცენზიის მქონე დოკუმენტები და მედია, რომლებიც გამოიყენება სწავლების, სწავლისა და შეფასებისთვის, ასევე კვლევითი მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი ღსრ-ს პრინციპულ მახასითებლად მიიჩნევს ღია ფორმატის გამოყენებას, ეს არ არის საყოველთაოდ მიღებული ვალდებულება.

ღია საგანმანათლებლო რესურსების განვითარება ხშირ შემთხვევაში მოტივირებულია სურვილით შეზღუდოს ცოდნის კაპიტალიზაცია და შესთავაზოს ალტერნატიული ან გაუმჯობესებული საგანმანათლებლო პარადიგმა.

ღია საგანმათლებლო რესურსების საზღვრების და თვისებების განსაზღვრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Alternate logo for open educational resources.
ღია საგანმანათლებლო რესურსების ინგლისურენოვანი ლოგო

ღია საგანმათლებლო რესურსების იდეას აქვს რამდენიმე განმარტება. პირველად ტერმინი იყო ნახსენები UNESCO-ს 2002 წლის ღია კურსების თემატიკისადმი მიძღვნილ ფორუმზე და განისაზღვრება როგორც „სწავლების, სწავლის და კვლევის მასალები, წარმოდგენილი ნებისმიერი საშუალებით, ციფრული თუ სხვა, რომელიც არის საყოველთაო საკუთრებაში ან გამოქვეყნებულია ღია ლიცენზიით, რომელიც ნებას რთავს უფასო წვდომას, გამოყენებას, ადაპტაციას და სხვების მიერ გაზიარებას მცირე ან არანაირი შეზღუდვებით. ღია ლიცენზია შექმნილია ინტელექტუალური საკუთრების კანონების ფარგლებში, განსაზღვრული რელევანტური საერთაშორისო კონვენციების მიერ და პატივს ცემს ნაშრომის ავტორს.“ ხშირ შემთხვევაში ხდება ვილიამ და ფლორა ჰევლეტების ფონდის განმარტების ციტირება, რომელიც ღსრ-ს განსაზღვრავს როგორც: „სწავლების, სწავლის და კვლევით რესურსს, რომლებიც არის საყოველთაო საკუთრებაში ან გამოქვეყნებულია ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზიით, რომელიც ნებას რთავს უფასო გამოყენებას და შეცვლას სხვების მიერ. ღია საგანმათლებლო რესურსებში შედის მთლიანი კურსები, კურსის მასალები, მოდულები, სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ტესტები, პროგრამული უზრუნველყოფა და ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტი, მასალა ან ტექნიკა რომელიც გამოიყენება ცოდნასთან წვდომის უზრუნვესაყოფად.“ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (ეთგო) განსაზღვრავს ღსრ-ს როგორც: „ციფრული მასალა სწავლების, სწავლის და კვლევისთვის, გავრცელებული უფასოდ და ღიად მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და დამოუკიდებელი სწავლისთვის. ღსრ მოიცავს სასწავლო მასალებს, პროგრამულ უზრუნველყოფას მასალების შექმნისთვის, გამოყენებისა და გავრცელებისთვის და იმპლემენტაციის რესურსებს როგორიცაა ღია ლიცენზია.“ (ეს არის განმარტება ციტირებული ვიკიპედიის პარტნიორი ორგანიზაციის, ვიკივერსიტეტის მიერ.) შედარებისთვის, სწავლის თანამეგობრობას (Commonwealth of Learning) აქვს შემოღებული ღია საგანმანათლებლო რესურსების (ღსრ) ყველაზე ფართო განმარტება, კერძოდ „თავისუფალი და ღია მასალები გამოქვეყნებული, სწავლებაში, სწავლაში, განვითარებაში და კვლევაში გამოსაყენებლად და შესაცვლელად“. WikiEducator-ის პროექტის განმარტებით ღსრ-ში იგულისხმება „საგანმანათლებო რესურსები (გაკვეთილის გეგმები, ქვიზები, სილაბუსები, სიმულაციები, და ა.შ.) რომლებიც თავისუფალია გამოყენების, ხელახლა გამოყენების, ადაპტაციისა და გაზიარებისთვის.“

ზემოთ ხსენებული განმარტებები, ააშკარავებს წინააღმდეგობებს არსებულ ღსრ-ს გარშემო:

  • რესურსების ბუნება: ზემოთ ხსენებული რამდენიმე განმარტება ზღუდავს ღსრ-ს ციფრულ ფორმატების ფარგლებში. მაშინ როცა დანარჩენნი უშვებენ, რომ ნებისმიერი საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება ვიგულისხმოთ განმარტებაში.
  • რესურსის წყარო: მაშინ როცა განმარტებების ნაწილი მოითხოვს, რომ რესურსი უნდა იყოს შექმნილი ცალსახად საგანმანათლებლო მიზნებისთვის, დანარჩენნი აფართოვებენ განმატების საზღვრებს, რათა მოიცვან ნებისმიერი რესურსი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სწავლისთვის.
  • ღიაობის დონე: განმარტებების უმეტესობა მოითხოვს, რომ რესურსი იყოს საყოველთაო საკუთრებაში. ნაწილი როგორ მინიმუმ მოითხოვს იყოს გამოყენებადი საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ან გამორიცხავდეს კომერციულ გამოყენებას.

ამავდოულად, ამ განმარტებებს აქვთ ყველასთვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ ყველა:

  • მოიცავს როგორც გამოყენებას ისე შეცვლას, სხვადასხვა მიზნით გამოყენებას, რესურსების მოდიფიკაციას;
  • მოიცავს უფასო გამოყენებას მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ, საგანამანათლებლო მიზნებისთვის;
  • მოიცავს ციფრული მედიის ყველა ტიპს.

იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ განსხვავებულია ღია საგანმანათლებლო რესურსების მომხმარებელი, შემქნელი და სპონსორი, არაა გასაკვირი პროდუქტებისა და მოთხოვნების მრავალფეროვნება. ამიტომ, ღია საგანმნათლებლო რესურსების განმარტებების განსხვავების გათვალისწინება შეიძლება ისეთივე ღირებული იყოს, როგორც თავად ამ განმარტებების. ერთ-ერთი საკითხი, რაც აფერხებს ღსრ-ს (როგორც ზემოთ ჩამოთვლილ განმარტებებიდან ჩანს) შეთანხმებული განმარტების მიღებას, არის - უნდა იყოს თუ არა აქცენტი ტექნოლოგიების კონკრეტულ ტიპზე. მაგალითად, ვიდეოს შეიძლება ჰქონდეს ღია ლიცენზია და თავისფლად იყენებდნენ და ამავდროულად არ იყოს ონლაინ ვიდეო. წიგნს შეიძლება ჰქონდეს ღია ლიცენზია და თავისფლად იყენებდნენ და ამავდროულად არ იყოს ციფრული დოკუმენტი. ეს ტექნოლოგიით წარმართული დაძაბულობა ახლო კავშირშია ღია ლიცენზირების დისკურსთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]