ღაზაროს აღაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღაზაროს აღაიანი
სომხ. Ղազարոս Աղայան
დაბადების თარიღი 4 (16) აპრილი, 1840[1] [2]
დაბადების ადგილი ბოლნისი[1]
გარდაცვალების თარიღი 20 ივნისი (3 ივლისი), 1911[2] (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია თბილისის სომხური პანთეონი
საქმიანობა მწერალი[1] [2] , მასწავლებელი[1] [2] , პუბლიცისტი[1] [2] და საზოგადო მოღვაწე[2]
ეროვნება სომხები[1] [2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა[1]
შვილ(ებ)ი მუშეგ აღაიანი

ღაზაროს აღაიანი (სომხ. Ղազարող Աղայան, დ. 16 აპრილი[ ძვ. სტ. 4 აპრილი], 1840, სოფ. ბოლნისი, ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 3 ივლისი [ ძვ. სტ. 20 ივნისი], 1911, თბილისი) — სომეხი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა თბილისში, ნერსესის სემინარიაში. 1867 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობასსაქართველოსა და სომხეთში. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა („ტორქ ანგეღი“, 1888 და სხვა). საბავშვო ზღაპრებისა („ბებია გულნაზის ზღაპრები“, 1904) და სხვა. რომანში „ორი და“ (1872) ასახა XIX საუკუნის 60-70-იანი წლების სომხური სოფლის ცხოვრება, ძველი მეურნეობის რღვევა, გლეხობის გაღატაკება და ბობოლების მომძლავრება. მემუარულ თხზულებებში „ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“ (ცალკე გამოცემა 1893) და „არათუნი და მანველი“ (1867) გამოხატულია მწერლის მოწინავე შეხედულებანი. თარგმნიდა ა. პუშკინისა და ი. კრილოვის ნაწარმოებებს. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, მოითხოვდა სკოლის განთავისუფლებას სამღვდელოების გავლენისაგან. იყო კ. უშინსკის მიმდევარი, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. ავტორია სომხური ენის სახელმძღვანელოებისა („დედაენა“) და პედაგოგიური სტატიებისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]