ქრისტიან I (მაინცის მთავარეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქრისტიან I (დ. დაახლ. 1130 — გ. 23 აგვისტო, 1183) — გერმანელი აზნაური და დიპლომატი. იგი იყო ბუხის გრაფი, მაინცის მთავარეპისკოპოსი (1165–1183) და გერმანიის სამეფოს ერცკანცლერი (1165–1183). ქრისტიანი იყო ბაიხლინგენის გვარის წარმომადგენელი. იგი ეკლესიაში შევიდა ლუდვიგ II-ის პატრონაჟით. 1166–1167 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანელების არმიას იტალიაში ლაშქრობის დროს, რომლის დროსაც ტუსკულუმთან დაამარცხა პაპის ძალები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]