ქრისტეს საფლავის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქრისტეს საფლავის ტაძარი
ქრისტეს საფლავის ტაძარი — ისრაელი
ქრისტეს საფლავის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 31°46′42″ ჩ. გ. 35°13′47″ ა. გ. / 31.77833° ჩ. გ. 35.22972° ა. გ. / 31.77833; 35.22972
რელიგიური კუთვნილება ქრისტიანობა
წესჩვეულება ბიზანტიური, ლათინური, ალექსანდრიული, სირიული, სომხური
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
ადგილმდებარეობა ძველი ქალაქი იერუსალიმი
კურთხევის წელი 13 სექტემბერი, 335
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლაოს კომნენოსი (1810 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია)
ხუროთმოძღვრული ტიპი ეკლესია, ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი რომანული, ბაროკო
ნოვატორული კონსტანტინე I დიდი
თარიღდება 335 (დაინგრა 1009 წელს, ხელახლა აშენდა 1048 წელს)
დეტალები
ტევადობა 8 000
გუმბათი 3
მასალა ქვა, ხე

ქრისტეს საფლავის ტაძარი, წმინდა საფლავის ტაძარი, მაცხოვრის საფლავის ტაძარი ან უფლის საფლავის ტაძარი (არაბ. كَنِيسَةُ ٱلْقِيَامَة, ბერძ. Ναὸς τῆς Ἀναστάσεως, სომხ. Սուրբ Հարության տաճար, ლათ. Ecclesia Sancti Sepulchri, ებრ. כנסיית הקבר; აგრეთვე ცნობილია, როგორც აღდგომის ტაძარი, მართლმადიდებლებისათვისანასტასის ტაძარი) — ტაძარი იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ კვარტალში.[1] დათარიღებულია IV საუკუნით. მოიცავს ქრისტიანთა ორ უწმინდეს ადგილს: იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს[2], რომელიც ცნობილია როგორც გოლგოთა, და მის საფლავს, სადაც იგი დაკრძალეს და სახარების მიხედვით, შემდეგ აღდგა.[3] საფლავი გარშემორტყმულია XIX საუკუნის აკლდამით, სახელად ედიკულე. სტატუს-კვო — 150-წლოვანი ურთიერთგაგება (შეთანხმება) რელიგიურ თემებს შორის, ამ ადგილზეც ვრცელდება.[4][5]

ეკლესიის საკუთრებაშია ოთხი უკანასკნელი (ზოგი განმარტების თანახმად — 5) ჯვრის გზის შეჩერება, რომლებიც ქრისტეს ვნებათა საბოლოო ეპიზოდებს წარმოადგენს. ტაძარი ქრისტიანთა პილიგრიმობის მთავარ ადგილს წარმოადგენს თავისი დაარსების დროიდან, როგორც იესოს აღდგომის ტრადიციული ადგილი, საიდანაც გამომდინარეობს მისი ბერძნული ორიგინალური სახელი (ბერძ. Ανάστασηაღდგომა).

ქრისტეს საფლავის ტაძრის ფართო კომპლექსი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა, წარმოადგენს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის რეზიდენციას, მაგრამ თვითონ ტაძრის კონტროლი 150-წლოვანი (ზოგ კონფესიას შორის კი — უფრო ხანგრძლივიც) უცვლელი შეთანხმებით გაზიარებულია სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდევრებასა და სეკულარულ გაერთიანებას შორის. მთავარი აღმსარებლობები, რომლებიც ტაძრის ნაწილებს იზიარებენ, არიან: ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია და რომის კათოლიკური ეკლესია; აგრეთვე კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია, სირიის მართლმადიდებელი ეკლესია და ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია. ამავდროულად, პროტესტანტებს, მათ შორის ანგლიკანებს, არ ყავთ მუდმივი წარმომადგენლობა ტაძარში. ზოგიერთი პროტესტანტი ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის ადგილად, იმავე იერუსალიმში მდებარე ბაღის საფლავს მიიჩნევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 48-49.
  • მეტრეველი ე. „მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისთვის“, თბილისი, 1962, გვ. 44-48
  • „ძეგლი ერისთავთა“ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის, 1954 ნაკვ. 30, გვ. 350
  • მეტრეველი ე. იერუსალიმის ერთი ხელნაწერი // სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. 15 B, 1948, გვ. 37-48
  • Biddle, Martin (25 February 1999). The Tomb of Christ. Scarborough: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1926-4. 
  • Biddle, Martin; Seligman, Jon; Tamar, Winter; Avni, Gideon (7 July 2000) The Church of the Holy Sepulchre. New York: Rizzoli in cooperation with Israel Antiquities Authority, distributed by St. Martin's Press. ISBN 0-8478-2282-6. 
  • Coüasnon, Charles (1974). The Church of the Holy Sepulchre in Jerusalem. London: Oxford University Press for the British Academy. ISBN 0-19-725938-3. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Complete compendium of Church of the Holy Sepulchre. ციტირების თარიღი: 18 March 2018.
  2. McMahon, Arthur L. (1913). "Holy Sepulchre". In Herbermann, Charles. Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company.
  3. Church of the Holy Sepulchre, Jerusalem. Sacred-destinations.com (21 February 2010). ციტირების თარიღი: 7 July 2012.
  4. UN Conciliation Commission (1949). United Nations Conciliation Commission for Palestine Working Paper on the Holy Places. 
  5. Cust, L. G. A. (1929). The Status Quo in the Holy Places. H.M.S.O. for the High Commissioner of the Government of Palestine.