ქორცქვიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქორცქვიტა

ჭოროხის დელტაში დაჭერილი ინდივიდი, 2014
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ქორი
სახეობა:  ქორცქვიტა
ლათინური სახელი
Accipiter brevipes (Severtzov, 1850)
სინონიმები
  • Accipiter badius brevipes
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22695499
გავრცელება

  გამრავლება
  გამოზამთრება
  მიგრაციის მარშრუტი

ქორცქვიტა,[1] ევროპული ქორცქვიტა[2] (ლათ. Accipiter brevipes) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 30–38 სმ, ფრთების შლილი 65–75 სმ.[3] დედალი მამალზე დიდია. მამლის ზურგი ვეჟან-რუხია, მუცელზე ვიწრო წითური განივი ზოლები გასდევს; დედლის ზურგი უფრო მეტად მურაა, ზოლები მასაც აქვს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში; გადამფრენი ფრინველია, იზამთრებს აღმოსავლეთ აფრიკიდან ირანამდე; გვხვდება საქართველოშიც.[1] ადის ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე.[4] ბინადრობს ჭალის ტყეებში, კორომებში, ბაღებსა და პარკებში, სადაც მაღალი ხნიერი ხეებია. ბუდეს ხეზე, მაღლა აშენებს. დებს 3–4 კვერცხს. დედალი კრუხობს 33–35 დღის განმავლობაში. იკვებება ხვლიკებით, მღრღნელებით, დიდი ზომის მწერებით, პატარა ფრინველებით. შუა აზიაში ბეღურების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[5]

ადრე ლათინურად Accipiter badius ერქვა და მისი ორი ქვესახეობა იყო ცნობილი — ევროპული ქორცქვიტა და თურქესტნული ქორცქვიტა.[2] დღეს ეს უკანასკნელი ცალკე სახეობად ითვლება და უწინდელი ლათინური სახელიც მას ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тювик // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 550.
  2. 2.0 2.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 160.
  3. Beaman, Mark; Madge, Steve (1998). The Handbook of Bird Identification for Europe and the Western Palearctic. London, UK: Christopher Helm, გვ. 193. ISBN 978-0-7136-3960-5. 
  4. BirdLife International (2013). Accipiter brevipes. IUCN Red List of Threatened Species. 2013. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  5. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2020.