ქირიქკალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ქირიქკალე
Kırıkkale
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ქირიქკალე
კოორდინატები 39°50′30″ ჩ. გ. 33°30′50″ ა. გ. / 39.84167° ჩ. გ. 33.51389° ა. გ. / 39.84167; 33.51389
მერი მეჰმედ საიგილი
ფართობი 318.07 კმ²
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 189 044 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0318
საფოსტო ინდექსი 71000
საავტომობილო კოდი 71
ოფიციალური საიტი kirikkale.bel.tr
ქირიქკალე — თურქეთი
ქირიქკალე
ქირიქკალეს საათის კოშკი

ქირიქკალე (თურქ. Kırıkkale) — ქალაქი თურქეთში, ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. ქირიქკალე არის ქირიქკალეს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქირიქკალე მდებარეობს 40 კმ-ში თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან. 2014 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობამ 189 044 შეადგინა. ქირიქკალე მდებარეობს 900 მეტრზე ზღვის დონიდან. ქალაქ ქირიქკალეს აქვს მერია და მისი მერი არის მეჰმედ საიგილი. სიტყვა ქირიქკალე ქართულ ენაზე სიტყვასიტყვით ნიშნავს გატეხილ ციხეს. ქალაქის ფართობი 318.07 კმ²-ია.

ქალაქი ქირიქკალე მდებარეობს ქირიქკალეს პროვინციის ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია, ქირიქკალეს პროვინციის რამდენიმე ქალაქი მას ფართობით აღემატება. ქირიქკალეს ოთხივე მხრიდან საკუთარი პროვინციის ოთხი ქალაქი ესაზღვრება. აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქესკინი, დასავლეთით — იაჰშიჰანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბაჰშილი, ხოლო ჩრდილოეთით ქალაქი ბალიშეიჰი ესაზღვრება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: