ქეთრინ მენსფილდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეთრინ მენსფილდი

ქეთრინ მენსფილდი
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1888
ახალი ზელანდია,უელინგტონი
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი, 1923 (34წ.)
ფონტენბლო, საფრანგეთი
დაკრძალულია ავონი,საფრანგეთი
პროფესია მწერალი

ქეთრინ მენსფილდი (ინგლ. Katherine Mansfield,კეტლინ ბოშამფი, ინგლ. Kathleen Beauchamp, დ. 14 ოქტომბერი, 1888, უელინგტონი, ახალი ზელანდია —გ.  9 იანვარი, 1923 , ფონტენბლო, საფრანგეთი) — გამოჩენილი ახალზელანდიელი  მოდერნისტი მწერალი- ნოველისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთრინ მენსფილდი დაიბადა 1888 წ. 14 ოქტომბერს ბანკირის ოჯახში. მისი მამა ჰაროლდ ბოშამფი  (ინგლ. Harold Beauchamp), რომელსაც რაინდის წოდება მიენიჭა,  იყო  ახალი ზელანდიის ბანკის საბჭოს თავმჯდომარე.[1][2]1893 წ. ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად კარორში, სადაც მომავალმა მწერალმა ბავშვობა გაატარა. ეს ბედნიერი წლები შემდგომ აისახა მის მოთხრობაში "პრელუდია"[1] (1918 წ.) 1902 წელს მომავალი მწერალი  გაემგზავრა ლონდონში, სადაც 1902-1906 წწ. სწავლობდა სამეფო კოლეჯში (Queen’s College). სწავლის დამთავრების შემდეგ 1906 წელს კვლავ ზელანდიაში დაბრუნდა. სამშობლოში დაიწყო ნოველების წერა.მას სურდა, რომ  პროფესიონალი ვიოლონჩელისტი გამოსულიყო,[3]  მაგრამ მამისათვის მიცემული პირობის გამო იძულებული გახდა გატაცება დაეთმო და ტექნიკურ კოლეჯში ჩაებარებინა. მას მალე მობეზრდა ახალი ზელანდიის პროვინციული ცხოვრება და 1908 წელს ლონდონში დაბრუნდა.

ტორნდონი, ახალი ზელანდია- ქეთრინ მენსფილდის დაბადების ადგილი

ქეთრინი ლონდონში სწრაფად გადავიდა ბოჰემური ცხოვრების წესზე,[4] რომელსაც მისდევდნენ იმ ეპოქის მწერლები მხატვრები,  ხელოვანი ადამიანები. მან გაიცნო და დაქორწინდა ჯორჯ ბოუდენზე, რომელიც იმავე საღამოს მიატოვა.  ამავე პერიოდში დაფეხმძიმდა ოჯახის საერთო ნაცნობი ახალზელანდიელი პროფესიონალი ვიოლენჩელისტი გარნეტ ტროუელისაგან. დედამ ქეთრინი  ბავარიაში გააგზავნა. 1909 წელს ნაყოფი დაეღუპა და ლონდონში დაბრუნდა. აქ მან მიიპყრო გამომცემლების ყურადღება. ფსევდონიმად აიღო ბებიის გვარი მენსფილდი. მისი პირველი კრებული სახელწოდებით "გერმანულ პანსიონში"  გამოვიდა 1911 წელს, თუმცა   წარმატება არ მოჰყოლია. პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ  ქეთრინ მენსფილდმა მსუბუქი სტილის მოთხრობა შესთავაზა ავანგარდულ ჟურნალს -"Rythm". მოთხრობა დაიწუნა რედაქტორმა და ცნობილმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ჯონ მიდლტონ მარიმ, რომელმაც მწერლისაგან უფრო სერიოზულ ნაწერი მოითხოვა. მენსფილდმა დაწერა "ქალი მაღაზიაში". ეს იყო  ისტორია სულიერად დაავადებულ მკვლელ ქალზე. ჯონ მიდლტონ მარიმ  ნაწერი შეაფასა, როგორც ჟურნალ "Rythm"-ისათვის გაგზავნილი საუკეთესო მოთხრობა.

ქეთრინ მენსფილდისა და მისი მეუღლის- ჯონ მიდლტონ მარის მემორიალური დაფა

მწერლის ცხოვრება შეცვალა ჯარისკაცი ძმის დაღუპვამ პირველი მსოფლიო ომის დროს. ამ ფაქტით შეძრულმა წერა დაიწო  ბავშვობის წლების შესახებ ახალ ზელანდიაში. ამ პერიოდში დაუმეგობრდა მწერლებს: დ. ლოურენსს, ვირჯინია ვულფსა და ო. ჰაკსლის.

მიუხედავად იმისა, რომ მან წერა განაგრძო, თავის პირველ და მეორე კოლექციებს შორის („პრელუდია“, 1918),  იშვიათად აქვეყნებდა ნამუშევრებს. მწერალი დეპრესიაში ჩავარდა. 1917 წელს ქეთრინ მენსფილდი ტუბერკულოზით დაავადდა.[5]  მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა პლევრიტის თითქმის სასიკვდილო შეტევის გამო. მწერალმა ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაწერა, როდესაც სერიოზული შინაგანი სისხლდენის შემდეგ დაავადებას ებრძოდა.

1918 წელს ცოლად გაჰყვა ჯონ მიდლტონ მარის, რომელთანაც ურთიერთობა 1911 წელს დაიწყო.[6][7]

მოთხრობამ, "მის ბრილი", ამბავი ნაზ, ეფემერული, მარტივი სურვილებით მცხოვრებ ქალზე, მენსფილდი მოდერნისტისტული ეპოქის საუკეთესო მწერალად აქცია. მოთხრობა დაიბეჭდა 1920 წლის კრებულში "ნეტარება". კრებულმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. 1922 წელს გამოსცა კრებული "ზეიმი ბაღში", რომელსაც ასევე წარმატება ხვდა წილად.

ქეთრინ მენსფილდი - 1917 წ.

მენსფილდი სიცოცხლის ბოლო წლებში დიდ დროს უთმობდა ტუბრკულოზის არატრადიციული მეთოდებით მკურნალობას. იგი ჩავიდა რუს ქეიმთან, "რევოლუციური მეთოდის“ გამომგონებელთან. ხსენებული მეთოდი ითვალისწინებდა მკურნალობისას დიდი რაოდენობის რენტგენის სხივებით გამოყენებას. შედეგად მწერალს ცხელება და ქვემო კიდურების გაშეშება დაემართა. 1922 წლის ოქტომბერში, ქეთრინმა  ფონტენბლოში (საფრანგეთი) მიაკითხა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტს", რომელსაც  ხელმძღვანელობდა გ. გურჯიევი. ფონტენბლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების მიუხედავად, ქეთრინ მენსფილდი აგრძელებდა წერას. მან გამოაქვეყნა ორი ტომი- ლექსებისა და ნოველების კრებული.

მწერალი დაიღუპა 1923 წლის იანვარში ფილტვისმიერი სისხლდენისაგან გამოწვეული გართულებისაგან. იგი დაკრძალულია ქალაქ ავონის სასაფლაოზე.[8]

მენსფილდი ბოლო წლებში  ბევრს მუშაობდა. მისი ბევრი ნაწერი გამოუქვეყნებელი დარჩა. ნაწერების რედაქტირება და გამოაქვეყნების საკითხები მარიმ ითავა. მისი ძალისხმევით გამოიცა კიდევ ორი ნოველების კრებული: 1923 წ. "მტრედების ბუდე" და 1924 წ. "რაღაც ბავშვური", ასევე ლექსების კრებული "ალოე" და კრიტიკული ნაწერები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთრინ მენსფილდი - "მის ბრილის" შემქმნელი | ხელოვნების მახე

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Katherine Mansfield, Antony Alpers, A.A. Knopf, NY, 1953; Jonathan Cape, London, 1954
  • LM was Lesley Morris, which was the pen name of Mansfield's friend Ida Constance Baker.
  • Katherine Mansfield: A Biography, Jeffrey Meyers, New Directions Pub. Corp. NY, 1978; Hamish Hamilton, London, 1978
  • The Life of Katherine Mansfield, Antony Alpers, Oxford University Press, 1980

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 "Katherine Mansfield:1888–1923 – A Biography". Katharinemansfield.com. Archived from the original on 14 October 2008. Retrieved 12 October 2008.
  2. Nicholls, Roberta. "Beauchamp, Harold". Dictionary of New Zealand Biography. Ministry for Culture and Heritage. Retrieved 1 April 2012.
  3. Woods, Joanna (2007). "Katherine Mansfield, 1888–1923". Kōtare 2007 vol.7, no.1, pp. 68–98. Special Issue – Essays in New Zealand Literary Biography – Series One: 'Women Prose Writers to World War I'. Victoria University of Wellington. Retrieved 13 October 2008.
  4. "Mansfield: Her Writing". Katharinemansfield.com. Archived from the original on 14 October 2008. Retrieved 12 October 2008.
  5. Clarke, Bryce (6 April 1955). "Katherine Mansfield's illness". Proceedings of the Royal Society of Medicine. 48 (12): 1029–1032. doi:10.1177/003591575504801212. PMC 1919322. PMID 13280723.
  6. Kathleen Jones. "Katherine's relationship with John Middleton Murry". Archived from the original on 6 January 2009. Retrieved 22 October 2008.
  7. Kaplan, Sydney Janet (2010) Circulating Genius: John Middleton Murry, Katherine Mansfield and D. H. Lawrence. Edinburgh: Edinburgh University Press
  8. Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3d ed.: 2 (Kindle Location 29824). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition.