ქართული კუპონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული კუპონი
1993 წლის 1 კუპონი
1993 წლის 1 კუპონი
კოდი ISO 4217 GEK
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მონეტები არ გამოშვებულა
ბანკნოტები 1, 3, 5, 10, 50, 100, 250, 500, 1000, 2000, 3000, 5000, 10 000, 20 000, 25 000, 30 000, 50 000, 100 000, 150 000, 250 000, 500 000, 1 000 000 კუპონი
ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი
საიტი [1]
გაცვლითი კურსი
1 RUB = 250 GEK GEK
1 USD = 1 300 000 GEK GEK

ქართული კუპონი — საქართველოს ფულის ერთეული 1993 წლის 5 აპრილიდან 1995 წლის 2 ოქტომბრამდე. 1993 წლის 20 აგვისტოდან წარმოადგენდა გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე[1]. თავდაპირველად კურსი რუბლის თანაბარი იყო, სწორედ რომლის შემცვლელიც იყო ეს ვალუტა. გამოდიოდა მხოლოდ ბანკნოტები, რაოდენობით 1-დან 1 000 000 კუპონამდე (მათ შორის მეტად უცნაური ნომინალებით — 3, 3000, 30 000, 150 000 კუპონი). კუპონი ჰიპერ ინფლაციის ქვეშ ექცეოდა (678,4 % 1995 წელს[2]) და შეცვლილი იყო ახალი ეროვნული ვალუტის მიერ — ლარი კოეფიციენტით 1 000 000 : 1.

ბანკნოტების გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი გამოშვება 1993 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გამოშვების ბანკნოტებზე არ არის წელიწადის აღნიშვნა. სერიის მნიშვნელში ციფრი ერთია. ყველა ბანკნოტის ზომაა 105×53 მმ.

მეორე გამოშვება 1993 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გამოშვების ბანკნოტებზე არ არის წელიწადის აღნიშვნა. სერიის მნიშვნელში ციფრი ორია. ყველა ბანკნოტის ზომაა 105×53 მმ. ასევე დამატებულია გრაფიკული ელემენტები საფასურის აღმნიშვნელთან.

მესამე გამოშვება 1993 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ გამოშვების ბანკნოტზე არის წელიწადის აღნიშვნა. მნიშვნელში ციფრი სამია. ბანკნოტის - 10 000 კუპონის ზომაა 105×53 მმ, დანარჩენი — 127×57 მმ.

მეოთხე გამოშვება 1993 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ბანკნოტის ზომაა 114×55 მმ.

მეხუთე გამოშვება 1994 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ბანკნოტის ზომაა 114×55 მმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.britannica.com/eb/article-9115213/GEORGIA
  2. http://www.clevelandfed.org/research/Inflation/World-Inflation/index.cfm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-15. ციტირების თარიღი: 2017-08-23.