ქარამანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ქარამანი
Karaman
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 37°10′55″ ჩ. გ. 33°13′05″ ა. გ. / 37.18194° ჩ. გ. 33.21806° ა. გ. / 37.18194; 33.21806
ქალაქის მერი ერდემ სილაი
ფართობი 3,685.73 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1039 მეტრი
მოსახლეობა 132,064 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 045
საფოსტო ინდექსი 72x xx
ოფიციალური საიტი karaman.gen.tr
ქარამანი — თურქეთი
ქარამანი

ქარამანი (თურქ. Karaman) — ქარამანის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ცენტრალურ ანატოლიაში, სამხრეთ თურქეთში. მისი ფართობი შეადგენს 3,685.73 კმ²-ს. ქარამანში, 2012 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხვი აღწევს 132,064 ადამიანს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველად ქარამანი ცნობილი იყო როგორც ლარანდა (ბერძ. Λάρανδα) — VI საუკუნეში გადავიდა აქემენიანთა იმპერიის მმართველობაში, შემდეგ ეკუთვნოდა ბიზანტიის იმპერიასაც. XII საუკუნეში იგი დაიპყრეს თურქ-სეულჩუკებმა. თურქეთის ბეგ ქარამანოღლუს პატივსაცემად ეწოდა ქარამანს ეს სახელი. 1299 წელს, მაშინ, როდესაც პირველად ჩამოყალიბდა ოსმალეთის სასულთნო, ქარამანი მის შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, მაგრამ იგი ოსმალებმა მალევე დაიპყრეს. 1483 წელს, ოსმალეთის იმპერიის სულთანმა, ბაიაზიდ II-მ, იგი შეიყვანა კონიის პროვინციის შემადგენლობაში. შემდეგში შეიქმნა ცალკე პროვინცია — ქარამანის პროვინცია, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი ქარამანი. ოსმალეთის დაშლის მიუხედავად, ქარამანი თურქეთის რესპუბლიკაში დარჩა.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkish Statistical Institute. Census 2000, Key statistics for urban areas of Turkey Turkish (XLS). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-22. ციტირების თარიღი: 2008-03-20.
  2. GeoHive. Statistical information on Turkey's administrative units. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-19. ციტირების თარიღი: 2008-03-20.