ქარა მუსტაფა-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარა მუსტაფა-ფაშა
Kara Mustafa Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 3 ნოემბერი, 1676
მმართ. დასასრული: 25 დეკემბერი, 1683
წინამორბედი: ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა
მონარქი: მეჰმედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1634/1635
დაბ. ადგილი: მერზიფონი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1683
გარდ. ადგილი: ბელგრადი, სერბეთი
დინასტია: ქოფრიულიუები
რელიგია: ისლამი

ქარა მუსტაფა-ფაშა (თურქ. Merzifonlu Kara Mustafa Paşa; დ. 1634/1635, მერზიფონი — გ. 25 დეკემბერი, 1683, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1676-1683 წლებში.

ქარა მუსტაფა-ფაშა დაიბადა 1634 ან 1635 წელს ოსმალეთის ქალაქ მერზიფონში. 60-იან წლებში იგი აღმოჩნდა ოსმალეთის იმპერიის სამეფო კარზე. როდესაც ქარა მუსტაფა მოხვდა ოსმალეთის სამეფო კარზე, იგი დაუნათესავდა მაშინდელ დიდ ვეზირ ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშას. სწორედ მისი წყალობით გახდა ის 1666 წელს ოსმალეთის ფლოტის ადმირალი ანუ კაპუდან-ფაშა.

1676 წელს, აჰმედ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ IV-მ დიდ ვეზირად ქარა მუსტაფა-ფაშა დანიშნა. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მუსტაფა-ფაშა მშვიდად ასრულებდა თავის მისიებს.

1683 წელს, როდესაც სულთან მეჰმედმა ვენაში შეჭრა დაგეგმა, თავად იყო ჯარის მთავარსარდალი, თუმცა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო ქარა მუსტაფა-ფაშას კისერზეც. ოსმალეთის არმია ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა და ჰაბსბურგების სამფლობელოდან ისინი გამოდევნილ იქნნენ. მეჰმედ IV-მ დამარცხება დიდ ვეზირს დააბრალა და 1683 წლის 25 დეკემბერს, ბელგრადში, მისი ბრძანებით ქარა მუსტაფა-ფაშა სიკვდილით ტრადიციისამებრ დაისაჯა, როგორც ისჯებოდნენ წარუმატებული სახელმწიფო მოღვაწეები.

სულთან მეჰმედმა, დიდ ვეზირად, მუსტაფა-ფაშას ნაცვლად, ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა დანიშნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Goodwin, Jason - Lords of the Horizons (book)
  • Wheatcroft, Andrew The Enemy at the Gate: Habsburgs, Ottomans and the Battle for Europe, Basic Books.