ქათაი უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქათაი უილიამსი
დაბადების თარიღი სექტემბერი, 1844
ინდეფენდენსი, მისური
გარდაცვალების თარიღი 1893
ტრინიდადი, კოლორადო
სხვა სახელები ჯონ უილიამსი, უილიამ ქათაი
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ჯარისკაცი, მკერავი

ქათაი უილიამსი (ინგლ. Cathay Williams; დ. სექტემბერი, 1844 — გ. 1893) — ამერიკელი მეომარი, რომელიც არმიაში ჩაეწერა ფსევდონიმით „უილიამ ქათაი“. ცნობილია, როგორც პირველი აფრო-ამერიკელი ჯარისკაცი ქალი და ერთადერთი ქალი მეომარი ამერიკის ისტორიაში, რომელიც კაცის ფორმაში გადაცმული მსახურობდა.[1]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამსი დაიბადა მისურიში, თავისუფალი კაცისა და მონობაში მყოფი ქალის ოჯახში. ზრდასრულ ასაკში, თავადაც მუშაობდა მონად ჯონსონის პლანტაციაში, ქალაქ ჯეფერსონში, მისურიში. 1861 წელს, ცივი ომის ადრეულ სტადიაზე, მოკავშირეებმა დაიკავეს ჯეფერსონი. მათ ასევე გაათავისუფლეს მონები, რომელთა წოდებაც „კონტრაბანდით“ შეიცვალა. ამ პერიოდში უმეტესობა მათგანს, იძულებით ამუშავებდნენ სამხედრო სამსახურში მზარეულებად, მრეცხავებად, ექთნებად და ა.შ. 17 წლის ასაკში, უილიამსმა გადაწყვიტა ემსახურა ინდიანას ქვეითთა მერვე მოხალისეობრივ დანაყოფში.

ცივი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქათაი მოგზაურობდა ინდიანას მერვე ქვედანაყოფთან ერთად, თან ახლდა ჯარისკაცებს არკანზასში, ლუიზიანასა და ჯორჯიას შტატებში, მარშის დროს. ის ასევე აქტიურ როლს ასრულებდა ბარდის ქედის ბრძოლასა და წითელი მდინარის კამპანიაში. ერთხელაც, როდესაც უილიამსი „პატარა მთის“ დანაყოფში გადაიყვანეს, პირველად ნახა აფრო-ამერიკელი ჯარისკაცები, რამაც სავარაუდოდ შთააგონა კიდეც შემდგომი სამხედრო მსახურების სურვილით. მოგვიანებით, მოხდა მისი ტრანსფერი ვაშინგტონში, სადაც მსახურობდა გენერალი ფილიპ შერიდენს. ომის დასრულებისას კი მუშაობდა ჯეფერსონის ბარაკებში.

ამერიკის სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ქალისთვის სამხედრო დანაყოფში მსახურების დაუშვებლობისა, ქათაი უილიამსმა, 1866 წლის 15 ნოემბერს, მაინც შეძლო ჩაწერილიყო არმიაში სამ წლიანი შეთანხმებით და ყალბი სახელით „უილიამ ქათაი“, შემდგომში კი თავს კაცად აჩვენებდა.[2] ამ ფაქტის შესახებ მის გარდა კიდევ ორმა ადამიანმა იცოდა. ესენი მისი ბიძაშვილი და მეგობარი იყვნენ, რომლებიც იმავე დანაყოფში მსახურობდნენ.

მსახურების დაწყებიდან მცირე ხანში, შეეყარა ბატონები და სამკურნალოდ გადაიყვანეს. მკურნალობის დაწყების შემდეგ კი, კვლავ დაუბრუნდა პოსტს, ამჯერად უკვე ნიუ მექსიკოში. საბოლოოდ ავადმყოფობამ, დაუსრულებელმა მარშებმა და ნიუ მექსიკოს გაუსაძლისმა სიცხემ, თავისი შედეგი გამოიღო და უილიამსის მდგომარეობა გააუარესდა. იგი უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდა ჰოსპიტალში. სწორედ აქ მიხვდა მისი ექიმი, რომ ქალს მკურნალობდა და ამის შესახებ მეთაურს მოახსენა. ამის შემდეგ, 1968 წლის 14 ოქტომბერს, უილიამსი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.

სამხედრო სამსახურის შემდგომი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქათაი უილიამსმა, მუშაობა დაიწყო მზარეულად ფორტ იუნიონში, ნიუ მექსიკოში, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა პუებლოში, კოლორადოში. მალევე დაქოწინდა, მაგრამ ქორწინება კრახით დასრულდა, როდესაც ქმარმა ფული და ცხენები მოპარა და გაუჩინარდა. ქათაიმ, მალევე შეძლო მისი დაჭერა და ამჟამად ტრინიდადში, კოლორადოს შტატში დაიდო ბინა, სადაც მკერავად მუშაობდა. სწორედ ამ დროს გახდა მისი ისტორია ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. ამ ამბავმა მიაღწია სენტ-ლუისელი რეპორტიორის ყურამდეც და გადაწყვიტა მოენახულებინა უილიამსი ინტერვიუს ასაღებად.

1889 წლის ბოლოსა და 1890 წლის დასაწყისში, ქათაი კვლავ დაუბრუნდა საავადმყოფოს და გამოწერის შემდეგ, 1891 წლის ივნისში დაენიშნა პენსია, როგორც ომის ვეტერანს. მისი დაავადების ბუნება ცნობილი არაა.

ჯანმრთელობის გაუარესება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წელს, აშშ-ის საპენსიო ბიუროს მიერ დაქირავებულმა ექიმმა, გამოიკვლია ქათაის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ იტანჯებოდა ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ნევროზი და დიაბეტი, აგრეთვე ამპუტირებული ჰქონდა ყველა თითი და ყავარჯნებით მოძრაობდა, ვერ დააკმაყოფილა საპენსიო დახმარების მიღების კრიტერიუმები და მისი განცხადება უარყოფილ იქნა.[3][4] უილიამსის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ამ ფაქტიდან მალევე, 1893 წელს გარდაიცვალა. ხისგან გაკეთებული მისი საფლავის ნიშნული, დრომ არ დაინდო და შესაბამისად უცნობია საბოლოო განსასვენებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tucker, Phillip Thomas (2002-01-01). Cathy Williams: From Slave to Female Buffalo Soldier (en). Stackpole Books. ISBN 9780811703406. 
  2. Pennington, Reina (2003). Amazons to Fighter Pilots - A Biographical Dictionary of Military Women. Westport, Connecticut: Greenwood Press, გვ. 482 - 483. ISBN 0-313-32708-4. 
  3. Voices of the Buffalo Soldier: Records, reports, and recollections of military life and service in the West. Edited by Frank N. Schubert. Albuquerque: University of New Mexico Press, 2003, p. 33.
  4. Disapproved Pension Application File for Cathay Williams (aka William Cathay), 38th U.S. Infantry Regiment, Company A (SO-1032593). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-23.
  • Tucker, Phillip Thomas. Cathy Williams: From Slave to Female Buffalo Soldier. Mechanicsburg, PA: Stackpole Books, 2002. ISBN 0811703401 OCLC 48053831
  • Profiles in Courage: Cathay Williams aka William Cathay. Heroes Among Us. United States Army (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-16. ციტირების თარიღი: 2008-11-13.
  • Ramona L. Rand-Caplan (ed.). (2008)Williams, Cathay (1850- ). African American History in the American West. BlackPast.org. ციტირების თარიღი: 2008-11-13.
  • Stanford L. Davis. (25 June 2006) Female Buffalo Soldier- With Documents. Buffalo Soldier.net. ციტირების თარიღი: 2007-07-30.
  • „William Cathay“. African-American News & Issues. 3 September 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2007. ციტირების თარიღი: 2007-01-15.
  • Shane McCrae. (2012)The Ballad of Cathay Williams William Cathay. Poets.org. ციტირების თარიღი: 2012-11-27.