ფრიდრიხ ვილჰელმ IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ ვილჰელმ IV
Friedrich Wilhelm IV
პრუსიის მე-6 მეფე
მმართ. დასაწყისი: 4 ივნისი, 1840
მმართ. დასასრული: 2 იანვარი, 1861
წინამორბედი: ფრიდრიხ ვილჰელმ III
მემკვიდრე: ვილჰელმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 1795
დაბ. ადგილი: ბერლინი
გარდ. თარიღი: 2 იანვარი, 1861
გარდ. ადგილი: პოტსდამი
მეუღლე: იზაბელა
დინასტია: ჰოენცოლერნი
მამა: ფრიდრიხ ვილჰელმ III
დედა: ლუიზა

ფრიდრიხ ვილჰელმ IV ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ჰოენცოლერნი, (გერმ. Friedrich Wilhelm von Hohenzollern; დ. 15 ოქტომბერი, 1795, ბერლინი — გ. 2 იანვარი, 1861, პოტსდამი) — პრუსიის მეფე 1840-1861 წწ. ფრიდრიხ ვილჰელმ IV — ფრიდრიხ ვილჰელმ III უფროსი ვაჟი და გერმანიის იმპერიის პირველი კაიზერის ვილჰელმ I ძმა.

ხელი შეუწყო 1848–1849 წლების რევოლუციის ჩახშობას და პრუსიაში მკაცრი რეაქციის დამყარებას. ამავე დროს იძულებული გახდა შემოეღო კონსტიტუცია (1850). 1849 წლის გაზაფხულზე უარი თქვა იმპერატორის გვირგვინზე რომელიც ფრანკფურტის ეროვნულმა კრებამ (1848–1849) შესთავაზა. 1857 წელს ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას ფსიქიკური დაავადების გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]