ფრედერიკ აკუფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ აკუფო
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივლისი, 1978 – 4 ივნისი, 1979
წინამორბედიიგნატიუს აჩეამპონგი
მემკვიდრეჯერი როლინგსი

დაბადებული21 მარტი, 1937
აკროპონგი, განა
გარდაცვლილი26 ივნისი, 1979
აკრა, განა
მეუღლეემილი აკუფო

ფრედერიკ აკუფო (ინგლ. Edward Akufo-Addo, დ. 21 მარტი, 1937, აკროპონგი, ოქროს ნაპირი — გ. 26 ივნისი, 1979, აკრა, განა) — განელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. განის პრეზიდენტი 1978–1979 წლებში დაამხეს სამხედრო გადატრიალების შედეგად და დახვრიტეს.

1958 წელს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა სასწავლებლად სამხედრო აკადემიაში. 1960 წელს დაბრუნდა განაში და დაიწყო სამხედრო კარიერა. 1976 წელს გახდა პრეზიდენტ იგნატიუს აჩეამპონგის მოადგილე და თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი[1].

1978 წელს უმაღლესმა სამხედრო საბჭომ იგნატიუს აჩეამპონგი გადააყენა, დააპატიმრეს და გაუშვეს შინა პატიმრობაში. მისი ადგილი კი შტაბის უფროსმა ფრედერიკ აკუფომ დაიკავა.

1979 წლის 15 მაისს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყო აჯანყება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლეიტენანტი ჯერი როლინგსი. 4 ივნისს ფრედერიკ აკუფოს ხელისუფლება დაემხო. დაპატიმრეს კორუფციის ბრალდებით და 26 ივნისს ყოფილ პრეზიდენტ აკვასი აფრიფასთან ერთად დახვრიტეს აკრაში ტეშის სამხედრო პოლიგონზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FREDRICK WILLIAM AKWASI AKUFFO. Official Website For The 50th Independence Anniversary Celebration Of Ghana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2011-12-26.