ფრანც გრილპარცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანც გრილპარცერი
გერმ. Franz Grillparzer
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1791(1791-01-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ვენა[13] [8]
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1872(1872-01-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [9] [10] [11] [12] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა[13]
დასაფლავებულია ჰიცინგის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[14] , პოეტი[8] [12] , დრამატურგი[12] და პოლიტიკოსი[15]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  ავსტრია
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
ჟანრი დრამა
ჯილდოები ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის და ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[16]
მეუღლე
ხელმოწერა
საიტი franzgrillparzer.at

ფრანც გრილპარცერი (გერმ. Franz Grillparzer; დ. 15 იანვარი, 1791, ვენა, — გ. 21 იანვარი, 1872, იქვე) — ავსტრიელი პოეტი და დრამატურგი. ვენის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1847), ვენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი (1859), ვენის საპატიო მოქალაქე (1864).

ვენის უნივერსიტეტში სამართლის შესწავლის შემდეგ, 1813-1856 წლებში სახელმწიფო სამსახურში იყო. 1818-1823 წლებში თანამშრომლობდა ვენის ბურგთეატრში.

მიიჩნევა ავსტრიული ეროვნული ლიტერატურის მამამთავრად და პირველ კლასიკოსად. თავის თავს „ვაიმარული კლასიციზმის“ მემკვიდრედ და გოეთესა და შილერის ხელოვნების წარმომადგენლად თვლიდა. გრილპარცერის მძაფრი პროტესტი გამოიწვია მეტერნიხის ერის რეაქციულმა ხელისუფლებამ, რამაც მწერლის მეტისმეტ ემოციურ მგრძნობიარობასთან და ჩინოვნიკური სამსახურის ატმოსფეროსთან ერთად მის შემოქმედებაში გულგატეხილობისა და უძლურების განწყობილებები წარმოშვა.

პირველი წარმატება მოუტანა ტრაგედიებმა „წინაპარი ქალი“ (1817) და „საფო“ (1818). ცენზურის მხრივ შევიწროებისა და თავისი პიესების (ტრილოგია „ოქროს საწმისი“, 1821; „მეფე ოტოკარის ბედნიერება და აღსასრული“, 1825; „ზღვისა და სიყვარულის ტალღები“ , 1831) წარუმატებლობის გამო უარი თქვა შემდეგ ნაწარმოებთა გამოქვეყნებაზე. გრილპარცერის საუკეთესო ქმნილებები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. მათ შორისაა ნოველა „საბრალო მუსიკოსი“ (1848), რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ავსტრიული ნოველისტიკის განვითარებაზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროს საწმისი : პიესა (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 223გვ.
  • საბრალო მუსიკოსი : ნოველები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1983. - 127გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრანც გრილპარცერი“ ვიკისაწყობში.
  • ფრანც გრილპარცერი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
  • ფრანც გრილპარცერი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
  • ფრანც გრილპარცერი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
  •  „ფრანც გრილპარცერი“ . ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |HIDE_PARAMETER15=, |HIDE_PARAMETER13=, |HIDE_PARAMETER2=, |HIDE_PARAMETER21=, |HIDE_PARAMETER8=, |HIDE_PARAMETER17=, |HIDE_PARAMETER20=, |HIDE_PARAMETER5=, |HIDE_PARAMETER7=, |HIDE_PARAMETER4=, |HIDE_PARAMETER22=, |HIDE_PARAMETER16=, |HIDE_PARAMETER19=, |HIDE_PARAMETER18=, |HIDE_PARAMETER6=, |HIDE_PARAMETER9=, |HIDE_PARAMETER10=, |HIDE_PARAMETER11=, |HIDE_PARAMETER1=, |HIDE_PARAMETER23=, |HIDE_PARAMETER14=, |HIDE_PARAMETER3=, და |HIDE_PARAMETER12= (დახმარება)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 RKDartists
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 8.2 Dr. Constant v. Wurzbach Grillparzer, Franz // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 5. — S. 338.
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 Salzburgwiki
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Грильпарцер Франц // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  15. Wer ist Wer
  16. http://geschichte.univie.ac.at/en/persons/franz-grillparzer