ფრანსისთაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფრანსისთაუნი
ინგლ. Francistown

ქალაქის ავტოსადგური
ქვეყანა ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქი
კოორდინატები 21°10′25″ ს. გ. 27°30′45″ ა. გ. / 21.17361° ს. გ. 27.51250° ა. გ. / -21.17361; 27.51250
დაარსდა 1897
ფართობი 79[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 1001
მოსახლეობა 98 963 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1252,70 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ფრანსისთაუნი — ბოტსვანა
ფრანსისთაუნი
ქალაქის და შემოგარენის ხედი თანამგზავრიდან

ფრანსისთაუნი (ინგლ. Francistown) — ბოტსვანის სიდიდით მეორე ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაბორონედან 400 კმ-ში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 98 963 ადამიანს[2]. ქალაქში მდებარეობს ფრანსისთაუნის საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზის სადგური. ფრანსისთაუნი მდებარეობს მდინარე ლიმპოპოს შენაკადების — ტატის და ინჩვეს ერთმანეთთან შეერთების ადგილას, 90 კმ-ში ზიმბაბვესთან სახელმწიფო საზღვრიდან. ქალაქი იყო პირველი ოქროს ციებ-ცხელების ცენტრი სამხრეთ აფრიკაში და დღემდე შემორტყმულია ძველი და მიტოვებული შახტებით და ოქროს საბადოებით.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსისთაუნი მდებარეობს ქვეყნის მთავარ საჰაერო და საავტომობილო მარშრუტზე. სამთომომპოვებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა — მთავარ როლს ასრულებენ ქალაქის ეკონომიკაში. მინერალური რესურსების მოპოვების ძირითადი კომპანიებია: ტატი ნიკელი (ეკუთვნის ნორილსკის ნიკელს)[3], რომელიც ამუშავებს სელკირკის და ფენიქსის ნიკელით, სპილენძით და კობალტით მდიდარ საბადოებს[4]; დუმელას სამრეწველო კომპლექსი, რომელიც მსხვილი დამსაქმებელია; ბოტსვანის ლითონის გამწმენდი ქარხანა, მდებარეობს ქალაქთან ახლოს, 2008 წლიდან ერთობლივად იმართება ტატისთან[5]. ფრანსისთაუნის მასმედიის ერთ-ერთი ელემენტია — გაზეთი „ხმა“.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსისთაუნის პედაგოგიური სასწავლებელი გახდა ბოტსვანის უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ქალაქი 1973 წელს. ფრანსისთაუნის უმაღლესი საშუალო სკოლა გაიხსნა 1978 წელს და დღეისათვის იქ სწავლობს 1200 სტუდენტი[6]. ასევე არსებობს ორი კერძო სკოლა: ჯონ მაკენზის საშუალო და დაწყებითი სკოლა და კლიფტონის დაწყებითი სკოლა. 2008 წლის 10 ოქტომბერს იან კჰამამ გახსნა ტექნიკური და პროფესიული მიმართულების ფრანსისთაუნის კოლეჯი. კოლეჯი აშენდა 1500 მოსწავლის ტექნიკური და პროფესიულ-ტექნიკური კურსებისათვის და პედაგოგიური პროგრამებისათვის. კოლეჯის შენობა მდებარეობს ექსტენსიურად კეთილმოწყობილ 4 ჰექტარიან მონაკვეთში.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსისთაუნი სუპა ნგვაოს მუზეუმის სამშობლოა, გამოფენებით, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის ისტორიასთან და მემკვიდრეობასთან. ახალი ნაკრძალი ტაჩილა, რომელიც მდებარეობს 5 კმ-ში ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან, ტატი ნიკელის ძველ ფერმა ლედი მერიში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BOTSWANA STATISTICAL YEAR BOOK 2010 (PDF). Statistics Botswana. Central Statistics Office (December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 25 February 2012.
  2. The Population of Towns, Villages and Associated Localities (PDF). 2011 Population and Housing Census. Statistics Botswana (June 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 14 June 2012.
  3. Norilsk Nickel Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-08. ციტირების თარიღი: 2016-03-09.
  4. Tati Nickel, Mining Weekly, Mar. 17, 2007[მკვდარი ბმული]
  5. allAfrica.com: Botswana: P3bn Tati Project Crashes (Page 1 of 1)
  6. Francistown Senior Secondary School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-12. ციტირების თარიღი: 2016-03-09.