ფრანსის ბუხჰოლცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსის ბუხჰოლცი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1954 (1954-02-19) (70 წლის)
დაბ. ადგილი ჰანოვერი
წარმოშობა ჰანოვერი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი,
მძიმე მეტალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა
აქტიური 1969-დღემდე
საიტი francisbuchholz.com/index.html

ფრანსის ბუხჰოლცი (გერმ. Francis Buchholz, დ. 19 თებერვალი, 1954) — გერმანელი ბას-გიტარისტი, რომელმაც სახელი გაითქვა გერმანულ როკ-ჯგუფ სკორპიონსში მოღვაწეობით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუხჰოლცი ბავშვობიდანვე უსმენდა როკ მუსიკას. პირველად იგი, როდესაც იყო 15 წლის გამოჩნდა, როგორც ბას გიტარისტი უმაღლეს სასწავლებლის როკ ბენდში. ამის შემდეგ იგი უკრავდა სხვადასხვა როკ, ბლუზ და ჯაზ ბენდებთან ერთად თავის ქალაქში. 1973 წელს, იგი მიიწვიეს ჯგუფ სკორპიონსში.

როგორც სკორპიონსის ბას გიტარისტმა, მან მიაღწია წარმატებას აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, მეხიკოში, ბრაზილიაში და მთლიანად ევროპის ქვეყნებში.

1992 წელს ბუხჰოლცმა დატოვა სკორპიონსი. მოგვიანებით მან დაწერა წიგნი „Bass Magic“ ("ბასის ჯადოქარი") სკორპიონსში მისი მოღვაწეობის შესახებ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]