ფრა გალგარიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრა გალგარიო

ფრა გალგარიო, ვიტორე გისლანდი (დ. 4 მარტი, 1655, ბერგამო — გ. 3 დეკემბერი, 1743, იქვე) — იტალიელი ფერმწერი და ბერი. სწავლობდა ჯერ მამასთან ბერგამოში, შემდეგ ს. ბომბელისთან ვენეციაში. იქვე აღიკვეცა ბერად. უმთავრესად მუშაობდა ბერგამოში. იყო იქაურ დიდებულთა საყვარელი პორტრეტისტი. მისი გამორჩეული ნაწარმოებებია „ბიჭის პორტრეტი“, „ახალგაზრდა ფერმწერი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]