ფორტეპიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფორტეპიანო

ფორტეპიანო — კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების კრებითი სახელი, რომელიც მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს — როიალს და პიანინოს. თანამედროვე ფორტეპიანომ ისტორიული განვითარების დიდი გზა განვლო უძველესი ერთსიმიანი „მონოქორდიდან“. დინამიკურმა და ტემბრულმა შესაძლებლობებმა მრავალხმიანი ფორტეპიანო ერთ-ერთ წამყვან სოლო და თანმხლებ ინსტრუმენტად აქცია.[1]

ტექნიკური მოწყობილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოტების დიაპაზონი

ფორტეპიანოს მექანიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამოსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად).

პედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი (მარჯვენა, მარცხენა, საშუალო). ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.

მარჯვენა პედალზე დაჭერით სიმების ჟღერა ხანგრძლივდება, მარცხენა პედალი — პირიქით, ახშობს. მესამე პედალი, რომელიც სრულყო ჰენრი სტენვეიმ, აგრძელებს გარკვეული ბგერის ჟღერადობას, მარჯვენა პედალის შემდგომი მოქმედებისაგან დამოუკიდებლად.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ფორტეპიანო // ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი : რუსულ-ქართული / შემდგ. ა. ყიფშიძე, თბ.: „განათლება“, 1985. — გვ. 747, 5000 ეგზ.