ფოლინგუოტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოლინგუოტერი

ფოლინგუოტერი ან კაუფმანის რეზიდენცია (ინგლ. Fallingwater) — არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაიტის მიერ 1935 წელს დაპროექტებული სახლი, რურალურ სამხრეთ-დასავლეთ პენსილვანიაში, პიტსბურგიდან 69 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით[1]. სახლი ნაწილობრივ მდინარე „ბეარ რან“-ის ჩანჩქერზე იქნა აშენებული, ალეგანის მთიანეთის ლაურელის ზეგანზე.

შენობის დამთავრებიდან მალევე, ჟურნალ „ტაიმ“-ის მიერ ვრაითის „საუკეთესო ნამუშევრად“ წოდებული ნაგებობა [2], შესულია ჟურნალ „სმიტსონიან“-ის 28 ადგილის სიაში „რომელიც აუცილებლად უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ“[3]. 1966 წელს ის მიჩნეულ იქნა ეროვნულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობად[4]. 1991 წელს, ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის წევრებმა ის „ამერიკული არქიტექტურის ყველა დროის საუკეთესო ნამუშევრად“ დაასახელეს, ხოლო 2007 წელს ის ოცდამეცხრე ადგილზე გავიდა ამერიკის ფავორიტი არქიტექტურული ნაგებობების სიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-14. ციტირების თარიღი: 2013-11-30.
  2. „Usonian Architech“. TIME magazine Jan. 17, 1938. 1938-01-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-28. ციტირების თარიღი: 2008-01-27.
  3. Smithsonian Magazine — Travel — The Smithsonian Life List. Smithsonian magazine January 2008. ციტირების თარიღი: 2010-08-19.
  4. Fallingwater. National Historic Landmark summary listing. National Park Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-24. ციტირების თარიღი: 2008-07-02.