ფლავია პენეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლავია პენეტა

პენეტა აშშ-ის ღია პირველობაზე 2010 წელს
ქვეყანა (სპორტი) იტალიის დროშა იტალია
საცხოვრებელი ადგილი ბრინდიზი, იტალია
დაიბადა 25 თებერვალი, 1982 (1982-02-25) (42 წლის)
ბრინდიზი, იტალია
სიმაღლე 172 სმ.
პროფესიონალი 2000
კარიერა დაასრულა 2015
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 14,197,917 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი flaviapennetta.eu
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 582–365 (61.46%)
ტიტულები კარიერაში 11
უმაღლესი რეიტინგი მე-6 (28 სექტემბერი, 2015)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2014)
საფრანგეთის ღია პირველობა 4რ (2008, 2010, 2015)
უიმბლდონი 4რ (2005, 2006, 2013)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2015)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ჯგუფური ეტაპი (2015)
ოლიმპიური თამაშები 3რ (2012)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 393–243 (61.79%)
ტიტულები კარიერაში 17
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (28 თებერვალი, 2011)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2011)
საფრანგეთის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2010, 2015)
უიმბლდონი ნახევარფინალი (2010, 2012)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (2005, 2014)
წყვილთა სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2010)
ოლიმპიური თამაშები მეოთხედფინალი (2008)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (2006, 2009, 2010, 2013)
ბოლოს განახლდა: 4 თებერვალი, 2018.

ფლავია პენეტა (იტალ. Flavia Pennetta; დ. 25 თებერვალი, 1982, ბრინდიზი, იტალია) — იტალიელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეექვსე ჩოგანი.

პენეტას 1 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2015 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, მან თანამემამულე რობერტა ვინჩი ორ სეტში დაამარცხა[1]. მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაზე, პენეტამ განაცხადა, რომ წლის ბოლოს დაასრულებდა პროფესიონალურ კარიერას. ჯამში მას WTA-ის 11 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. იგი იყო პირველი იტალიელი ქალი ჩოგბურთელი, რომელიც ერთეულთა მსოფლიო რეიტინგის ათეულში შევიდა.

წყვილებში პენეტას ერთხელ აქვს ავსტრალიის ღია პირველობა მოგებული. იგი გახდა პირველი იტალიელი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც წყვილთა რეიტინგში შეძლო პირველი ადგილის დაკავება. წყვილებში მან ასევე ერთხელ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში იტალიელმა ჩოგბურთელმა 17 წყვილთა ტურნირზე გაიმარჯვა.

სანაკრებო დონეზე, პენეტამ ოთხჯერ მოიგო ფედერაციის თასი იტალიის ნაკრებთან ერთად.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლავია პენეტა დაიბადა ბრინდიზში 1982 წლის 25 თებერვალს. ჰყავს უფროსი და. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში მამასთან ერთად დაიწყო. ფლავიას ფავორიტი ჩოგბურთელი, ერთეულებში დიდი სლემის 9 გზის გამარჯვებული მონიკა სელეში იყო[2].

2016 წელს, პენეტა იტალიელ ჩოგბურთელ ფაბიო ფონინიზე დაქორწინდა[3]. 2017 წლის 19 მაისს, წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ფედერიკო დაარქვეს[4].

სტატისტიკა და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სლემის ტურნირების ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთეულები: 1 (1–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2015 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი იტალიის დროშა რობერტა ვინჩი 7–6(7–4), 6–2

წყვილები: 3 (2–1)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 2005 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი რუსეთის დროშა ელენა დემენტიევა აშშ-ის დროშა ლიზა რეიმონდი
ავსტრალიის დროშა სამანტა სტოსური
2–6, 7–5, 3–6
გამარჯვება 2011 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი არგენტინის დროშა ხისელა დულკო ბელარუსის დროშა ვიქტორია აზარენკა
რუსეთის დროშა მარია კირილენკო
2–6, 7–5, 6–1
მარცხი 2014 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი შვეიცარიის დროშა მარტინა ჰინგისი რუსეთის დროშა ეკატერინა მაკაროვა
რუსეთის დროშა ელენა ვესნინა
6–2, 3–6, 2–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი: 1 (1–0)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 2010 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, დოჰა (1) ჰარდი არგენტინის დროშა ხისელა დულკო ჩეხეთის დროშა კვეტა პეშკე
სლოვენიის დროშა კატარინა სრებოტნიკი
7–5, 6–4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „US Open 2015: Flavia Pennetta beats Roberta Vinci in final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
  2. „Flavia Pennetta player bio“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
  3. „Le nozze di Flavia Pennetta e Fabio Fognini“. vanityfair.it. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
  4. „Flavia Pennetta has announced the birth of a brand-new baby boy“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.