ფილიპ სეიმურ ჰოფმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი.
ფილიპ სეიმურ ჰოფმანი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1967
ფეირპორტი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 2014 (46 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991–2014
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

2005 — კაპოტე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

2005 — კაპოტე
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი

2005 — კაპოტე
სხვა ჯილდოები

ვოლპის თასი

2012 — ოსტატი

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი (ინგლ. Philip Seymour Hoffman; დ. 23 ივლისი, 1967, ფეირპორტი — გ. 2 თებერვალი, 2014, ნიუ-იორკი) — კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი. 2006 წელს ოსკარის პრემიის ლაურეატი გახდა მთავარი როლისთვის ფილმში „კაპოტე“. მიიჩნევა მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მსახიობად.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოფმანის დედა მერილინ ო'კონორი ადვოკატი და სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი, ხოლო მამა გორდონ ჰოფმანი — კომპანია ქსეროქსის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჰყავს ორი და, ჯილი და ემილი, და ძმა, გორდონ ჰოფმანი. მამა წარმოშობით გერმანელი პროტესტანტია, დედა კი — კათოლიკე. მშობლებს ჰოფმანი რომელიმე რელიგიური ტრადიცით არ აღუზრდიათ. ჰოფმანი ცხრა წლის იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ.

ჰოფმანი 1984 წელს ნიუ-იორკის შტატის ხელოვნების საზაფხულო სკოლის თეატრალურ კურსებს დაესწრო. ხოლო დრამატურგიაში ბაკალავრის ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო 1989 წელს.

მისი კარიერა ძირითადად დამოუკიდებელ კინოფილმებში ეპიზოდური როლებით შეიქმნა. მთავარ როლს ის მხოლოდ 2003 წელს იღებს ფილმში „შეპყრობილი“. ჰოფმანის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული როლი იყო 2005 წლის ფილმში „კაპოტე“, რისთვისაც მან დაიმსახურა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

2014 წლის 2 თებერვალს მსახიობი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.[2] პოლიციის თანახმად, ჰოფმანი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.[3]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1992 ქალის სურნელი Scent of a Woman ჯორჯ უილის უმცროსი
1994 ტფ ნუკრი The Yearling ბაკი
1994 სულელები არ არიან Nobody's Fool ოფიცერი რეიმერი
1998 დიდი ლებოვსკი The Big Lebowski ბრანდტი
1998 ბედნიერება Happiness ალენი
1999 მაგნოლია Magnolia ფილ პარმა
2002 გამაოგნებელი სიყვარული Punch-Drunk Love დინ ტრემბელი
2003 შეპყრობილი Owning Mahowny დენ მეჰოუნი
2003 ცივი მთა Cold Mountain მოძღვარი ვიზი
2005 კაპოტე Capote ტრუმენ კაპოტე
2007 სანამ ეშმაკი გაიგებს, რომ მკვდარი ხარ Before the Devil Knows You're Dead ენდი ჰენსონი
2007 ველურები The Savages ჯონ სავაჯი
2007 ჩარლი უილსონის ომი Charlie Wilson’s War გასტ ავრაკოტოსი
2008 ეჭვი Doubt მამა ბრენდან ფლინი
2008 სინეკდოკე: ნიუ-იორკი Synecdoche, New York კადენ კოტარი
2011 ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა Moneyball არტ ჰოუი
2011 მარტის იდები The Ides of March პოლ ზარა
2012 ოსტატი The Master ლანკასტერ დოდი
2013 შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში The Hunger Games: Catching Fire პლუტარქ ჰევენსბი
2014 ღმერთის ჯიბე God's Pocket მიკი
2014 ყველაზე საშიში ადამიანი A Most Wanted Man გიუნტერ ბახმანი
2014 შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1 The Hunger Games: Mockingjay – Part 1 პლუტარქ ჰევენსბი
2015 შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2 The Hunger Games: Mockingjay – Part 2 პლუტარქ ჰევენსბი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Weber, Bruce; Goodman, J. David (February 2, 2014). „Philip Seymour Hoffman, Actor, Dies at 46“. The New York Times.
  2. „Philip Seymour Hoffman Dead: Actor Dies At 46 In New York Apartment“. „The Huffington Post“. 2 თებერვალი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „Philip Seymour Hoffman, Actor, Dies at 46“. „ნიუ-იორკ ტაიმზი“. 2 თებერვალი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)