ფან ბინბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფან ბინბინი

ფან ბინბინი 2017 წელს
დაბადების თარიღი 16 სექტემბერი 1981
ცინდაო, შანდუნი, ჩინეთი
ეროვნება ჩინელი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
პროდიუსერი
მომღერალი
აქტიური 1996–დღემდე

ფან ბინბინი (დ. 16 სექტემბერი, 1981, ცინდაო, შანდუნი, ჩინეთი) — ჩინელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი და მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფან ბინბინმა პოპულარობა აღმოსავლეთ აზიაში 1998-1999 წლებში მოიპოვა, სერიალით „ჩემი სამართლიანი პრინცესა“. 2003 წელს მან ითამაშა ფილმში „მობილური ტელეფონი“, რომელიც გახდა ჩინეთში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი. ფილმებით „დაკარგულნი პეკინში“ (2007), „ბუდას მთა“ (2011) და „მე არ ვარ მადამ ბოვარი“ (2016) მიიღო ჯილდო არაერთი პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალისგან, როგორიცაა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალი, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი და აზიის ფილმების დაჯილდოება. ასევე მონაწილეობდა მრავალ უცხოენოვან ფილმში, როგორიცაა ფრანგული ფილმი „მონაკვეთი“ (2011), კორეული ფილმი „ჩემი გზა“ (2011) და „იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები“ (2014).

ფორბსის მიერ 2013 წლიდან მოყოლებიული იგი დასახელებულია ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე სელებრითად ჩინეთში და შედის ტოპ ათეულში 2006 წლიდან. იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობია მსოფლიოში.  

ფან ბინბინი დაიბადა ცინდაოში და გაიზარდა იანტაიში. დაამთავრა შანხაის შიე ჯინ ფილმისა და ტელევიზიის ხელოვნების კოლეჯი[1] და შანხაის თეატრის აკადემია.

მისი დებიუტი შედგა ტელესერიალით „ძლიერი ქალი“ და თამაშობდა მცირე როლებს ორი წლის განმავლობაში, სანამ მიიღო მხარდამჭერი პერსონაჟის — ჯინ სუოს როლი ჩინურ სატელევიზიო სერიალში „ჩემი სამართლიანი პრინცესა“. მისი როლის მიღება რეკომენდებული იყო ტაივანელი მსახიობის ლეანე ლიუს მიერ.[2] კომედიური ისტორიული დრამა სარგებლობდა დიდი წარმატებით აზიაში, რამაც ფან ბინბინის სახელის განთქმას შეუწყო ხელი.[3] ამის შემდეგ, მან ხელი მოაწერა რვა წლიან კონტრაქტს ჩიუნგ იაოს კომპანიაში, რომელმაც აწარმოა „ჩემი სამართლიანი პრინცესა“. თუმცა, კომპანიას ჯერ კიდევ ბევრი განშტოება უნდა დაეარსებინა ჩინეთში, შესაბამისად, ბევრ ჩინურ ტელევიზიის სარეკლამო ფირმას უნდა გადაერეკა ტაივანში შეთანხმემებისათვის, რაც მათ დროსა და ძალისხმევას უკარგავდა. როდესაც ფან ბინბინმა და მისმა დედამ გადაწყვიტეს კონტრაქტის დასრულება, ჩიუნგ იაოს კომპანიამ საკონპენსაციოდ მათ ერთი მილიონი იუანი მოსთხოვა, მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ ფან ბინბინს ¥200,000 გადაახდევინა, რადგან ფან ბინბინის ასაკის გამო კონტრაქტი არალეგალური აღმოჩნდა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 上海师范大学谢晋影视艺术学院简介 zh. Xin Jin Film and Television Art College of Shanghai Normal University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 22 March 2010.
  2. 范冰冰:刘雪华把我推荐给琼瑶 zh. eastday.com (22 April 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2004. ციტირების თარიღი: 21 აპრილი 2018.
  3. 红遍两岸三地的格格戏《还珠格格》 zh. ent.hunantv.com (28 September 2008).
  4. „范冰冰曾花20万买自由 单方面与琼瑶公司解约“. ifeng.com (ჩინური). 17 January 2008.