უტრეხტის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
უტრეხტის პროვინცია
Utrecht
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ადმ. ცენტრი Utrecht
შიდა დაყოფა ამერსფორტი, Baarn, De Bilt, Bunnik, Bunschoten, Eemnes, ჰოუტენი, Leusden, Lopik, Montfoort, Nieuwegein, Oudewater, Renswoude, Rhenen, De Ronde Venen, Soest, Stichtse Vecht, უტრეხტი, Utrechtse Heuvelrug, Veenendaal, Wijk bij Duurstede, Woerden, Woudenberg, IJsselstein, Zeist, Vijfheerenlanden, Vianen, Abcoude, ბროიკელენი, Loenen, Maarssen, Maarn, Amerongen, Leersum, Driebergen-Rijsenburg, Doorn, Maartensdijk, Vleuten-De Meern და Harmelen
კოორდინატები 52°06′12″ ჩ. გ. 5°10′45″ ა. გ. / 52.10333° ჩ. გ. 5.17917° ა. გ. / 52.10333; 5.17917
მმართველი Hans Oosters
ფართობი 1,386 კმ²
მოსახლეობა 1,180,039 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 850 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
საავტომობილო კოდი L
ოფიციალური საიტი [www.provincie-utrecht.nl www.provincie-utrecht.nl]

უტრეხტის პროვინცია (ნიდერლ. Utrecht) — პროვინცია ცენტრალურ ნიდერლანდებში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ემერის ტბა, აღმოსავლეთით გელდერლანდი, სამხრეთით მდინარე რაინის ხეობა, დასავლეთით სამხრეთი ჰოლანდია, ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთი ჰოლანდია. დედაქალაქი უტრეხტი.

ტერიტორიას კვეთს მდინარეები ნიდერ-რაინი, ლეკი, ვეხტი და ემი. აღმოსავლეთით შედარებით შემაღლებულ ქვიშიან ნიადაგებზე ამრავლებენ ღორსა და შინაურ ფრინველს. ამერსფორტისა და უტრეხტის სიახლოვეს განვითარებულია მებაღეობა. ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის პოლდერები და ტბები, სადაც მნიშვნელოვანია მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლება. პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით გვხვდება მდინარეული წარმოშობის თიხოვანი მიწები, რომელიც ხილის მოსაყვანად არის ათვისებული. მთავარი ქალაქებია უტრეხტი და ამერსფორტი. პროვინციის მთავარი ქალაქი უტრეხტი — არის დიდი სავაჭრო-სატრანსპოტო ცენტრი. მეტალურგიული, მანქანათსამშენებლო, ქიმიური, საფეიქრო, სამკერვალო მრეწველობა. საერთაშორისო ბაზრობების ჩატარების ადგილი.

არქიტექტურული ძელგებიდან აღსანიშნავია: სინტ-პიტერსკერკის ეკლესია და სხვ. არის უტრეხტის უნივერსიტეტი; უტრეხტში დაიდო ხელშეკრულება უტრეხტის ზავი და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი — უტრეხტის უნია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]