უტილიტარიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უტილიტარიზმი — ეთიკური თეორია, რომლის მიხედვითაც მოქმედებების სწორი კურსის არჩევა მაქსიმალურს ხდის შესაძლებლობას, რომ ეს მოქმედება საერთო „სიკეთის“ მომტანი იქნება. ეს არის კონსეკვენციალიზმის ფორმა და გულისხმობს, რომ მოქმედების მორალური ღირებულება მისი შედეგით განისაზღვრება. ამ თეორიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს იერემია ბენტამმა და ჯონ სტიუარტ მილმა.

ბენთემმა უტილიტარიზმი დაახასიათა, როგორც „ყველაზე დიდი ბედნიერება“.

უტილიტარიზმი შეიძლება ეთიკასთან რაოდენობრივ და რედუქციონისტულ მიდგომად მივიჩნიოთ. ეს ნატურალიზმის სახეობაა. იგი უპირისპირდება დეონტოლოგიურ ეთიკას (რომელიც მოქმედების შედეგს ამ მოქმედებების მორალური ღირებულების განმსაზღვრელ ფაქტორად არ თვლის), პრაგმატულ ეთიკას და ღირსების ეთიკას (რომელიც აქცენტს ახდენს პიროვნებაზე), ასევე კონსეკვენციალიზმის სხვა ტიპებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]