უსტ-ჟეგუტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უსტ-ჟეგუტა — ქალაქი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში. უსტ-ჟეგუტინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. აყალიბებს მუნიციპალურ ფორმირებას და ურბანულ დასახლებას, როგორც მის შემადგენლობაში შემვალ ერთადერთ დასახლებას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მდინარე ყუბანის მარჯვენა სანაპიროზე, ჩერკასიდან სამხრეთით 8 კმ-ზე. უსტ-ჟეგუტში, მდებარეობს სტავროპოლის დიდი არხი, რომელიც სათავეს ყუბანიდან იღებს (იგი მიედინება უსტ-ჟეგუტინსკის წყალსაცავიდან, რომელიც შექმნილია მდინარეზე ქალაქის სამხრეთით).

უსტ-ჟეგუტა ასევე მოიცავს მაღლივ მიკრორაიონ მოსკოვსკი, რომელიც აშენდა სასათბურე კომპლექსთან მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ კუბინას სამხრეთით. ამავდროულად, ქარხანაც და აულიც რესპუბლიკის აბაზინსკის რაიონს მიეკუთვნება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა 1861 წელს კაზაკთა მკვიდრთა მიერ, როგორც სოფელი უსტ-ჟეგუტინსკაია [1].

1935 წლიდან არის უსტ-ჟეგუტინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1975 წელს სოფელი გადაკეთდა რეგიონული დაქვემდებარების ქალაქ უსტ-ჟეგუტად [1].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ქალაქი რუსეთის ფედერაციის 1115 ქალაქიდან 496-ე ადგილზე იყო .

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ მდებარეობს ჟეგუტას რკინიგზის სადგური - ტერმინალური სადგური ხაზზე, რომელიც ნევინომისსკაიას სადგურიდან იწყება რომელიც, თავის მხრივ, მდებარეობს ნევინომისკში, ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზაში.

ამჟამად არ არსებობს საგარეუბნო სამგზავრო სარკინიგზო მომსახურება. მანამდე, 2009 წლამდე, მოძრაობდა საგარეუბნო მატარებელი [2], შემდეგ იმავე მარშრუტით მგზავრების გადაყვანა ხორციელდებოდა სარკინიგზო ავტობუსებით [3]. გაუქმებული ვაგონები უსტ-ჟეგუტადან, რომლებიც ადრე მიემგზავრებოდნენ მოსკოვში, გრძელი მანძილის მატარებლის ნალჩიკი-მოსკოვის შემადგენლობაში გადავიდა.

სოხუმის სამხედრო გზა გადის ქალაქში. 2010 წლის აგვისტოდან ყუბანზე ხიდი შენდებოდა ქალაქის საზღვრებში, რათა მშენებლობის დასრულების შემდეგ უსტ–ჟეგუტინსკის წყალსაცავის კაშხალიდან ტრანსპორტი გადასულიყო, ასევე განხორციელდა კაშხლის რეკონსტრუქციაც [4][5]. 2012 წლის ბოლოს ხიდი ამოქმედდა, სწორედ ამის შემდგომ აღნიშნული ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური საესტაკადო ხიდი გახდა [6].

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცენტრში, პარკში მდებარეობს დიდების მემორიალური კომპლექსი, რომელიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცებს.

1997 წლის 14 ივნისს მემორიალის ტერიტორიაზე დაინსტალირდა სამახსოვრო დაფები შავი მარმარილოთი დამზადებული უსტ–ჟეგუტინსკის რაიონის მაცხოვრებლების სახელებით, რომლებიც ფრონტზე დაიღუპნენ (საერთო ჯამში, რეგიონის 2541 მაცხოვრებელი დაიღუპა ომის დროს). ასევე, მემორიალურ კომპლექსს დაემატა საბჭოთა კავშირის გმირის ხარუნ ბოგატირევისა და რუსეთის ფედერაციის გმირების მაგომეტ გერბეკოვის და იუნუს კარაკეტოვის ბიუსტები </ref>[7].

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Администрация Усть-Джегутинского МР
  2. А. Магомедова. КЧР загнали в тупик // Открытая, № 8 (347), 25 февраля — 4 марта 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
  3. Новый вид транспорта — рельсовый автобус появился в Карачаево-Черкесии // РИА Новости — ЮГ. Общество, 30 сентября 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2012-07-16.
  4. Л. Переславцева. Черкесск—Сухум или Черкесск—Адлер? // Кавказ-Экспресс, 4 августа 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-18. ციტირების თარიღი: 2020-10-22.
  5. Ю. Говорухин. Карачаево-Черкесия: путь к горным красотам и черноморскому побережью будет вдвое короче // Российская Федерация сегодня, 18 сентября 2010
  6. В КЧР открыли I очередь крупнейшего на Северном Кавказе моста-эстакады
  7. Мемориальный комплекс Славы. Карачаево-Черкесская Республика, Усть-Джегута