უილიამ უოლკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ უოლკერი
უილიამ უოლკერი
უილიამ უოლკერი
ნიკარაგუის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 1856 – 1 მაისი, 1857
წინამორბედიპატრისიო რივასი
მემკვიდრეხუნტა

დაბადებული8 მაისი, 1824
ნეშვილი, შეერთებული შტატები
გარდაცვლილი12 სექტემბერი, 1860
ჰონდურასი
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი

უილიამ უოლკერი (ინგლ. William Walker; დ. 8 მაისი, 1824, შეერთებული შტატები — გ. 12 სექტემბერი, 1860, ჰონდურასი) — ამერიკელი ავანტიურისტი და ნიკარაგუის მე-6 პრეზიდენტი. იგი ცდილობდა დაეპყრო ცენტრალური ამერიკის რომელიმე ქვეყანა. საბოლოოდ ჰონდურასის მთავრობამ იგი სიკვდილით დასაჯა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოტლანდიური წარმომავლობის უოლკერი დაიბადა ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, 1824 წელს. დედამისი მერი ნორველი შვილად ერგებოდა რევოლუციური ომის მეომარ ლეიტენანატ ლიმპსკომბ ნორველს. მისი ძმა იყო სენატორი ჯონ ნორველი, ერთ-ერთი პირველი სენატორი მიჩიგანის შტატიდან და გაზეთ პილადელფია ინქუერერის დამფუძნებელი.

უილიამმა თოთხმეტი წლის ასაკში დაასრულა ნეშვილის უნივერსიტეტი და სასწავლებლად გაემგზავრა ევროპაში. ედინბურგის, ჰაიდელბერგის, გიოტინგენისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდა მედიცინას. უოლკეირს ევროპაში ყოფნის დროს მოხდა 1848 წლის რევოლუცია. ამ დროის პოლიტიკურმა მოღვაწეებმა გარიბალდიმ, მაძინიმ, ფოიერბახმა, მარქსმა და ბლანკმა დიდი გავლენა მოახდინეს მისი ავანტიურისტული მისწრაფებების გაღვივებაზე. 19 წლისა იგი უკვე ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის ხარისხს და მცირე სამედიცინო პრაქტიკის მიღების შემდეგ ჩადის ახალ ორლეანში სამართლის შესასწავლად. ვექილად მუშაობის შემდეგ იგი ხდება თანამფლობელი და რედაქტორი გაზეთისა "ნიუ პრეანს კრესცენტ". 1949 ჩადის სან-ფრანცისკოში და მუშაობს ჟურნალისტად. მიიღებს მონაწილეობას ოთხ დუელში, ორ მათგანში კი დაიჭრება. ამ პერიოდში მოიფიქრებს გეგმას თუ როგორ დაეპყრო ლათინური ამერიკის ქვეყნები და დაეარსებინა სახელმწიფო, რომელშიც იბატონებდნენ ინგლისურად მოლაპარაკე თეთრკანიანები.

ექსპედიცია მექსიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1853 წლის გაზაფხულზე იგი ჩავიდა გუაიმასში, რათა მექსიკის მთავრობის მხარდაჭერით დაეარსებიდა გამაგრებული კოლონია, რათა ინდიელებისგან დაეცვა შეერთებული შტატები.მექსიკის მთავრობამ უოლკერის გეგმა არ მოიწონა. წარუმატებლობის შემდეგ უილიამი დაბრუნდა სან-ფრანცისკოში და შეეცადა საკუთარი ძალებით განეხორციელებინა ჩანაფიქრი. უოლკერმა დაიწყო მოხალისეების ძებნა მონობით ვაჭრობის მომხრეთა შორის, განსაკუთრებით კენტუკისა და ტენესის შტატების მაცხოვრებელთა შორის. თავისი განზრახვა დაეარსებინა კოლონია, გადაიზარდა სურვილში დაეარსებინა სონორის რესპუბლიკა, რომელსაც უნდა შეექმნა ამერიკის კავშირი. 1853 წლის 15 ოქტომბერს უოლკერმა თავის 45 მოხალისესთან ერთად დაიპყრო მექსიკის ტერიტორიები: კალიფორნიის ნახევარკუნძული და სონორა. ასევე წარმატებით აიღო ქალაქი ლა პასი და გამოაცხადა ქვემო კალიფორნიის რესპუბლიკის დედაქალაქად. პრეზიდენტის თანამდებობა თვითონ დაიკავა, ვიცე-პრეზიდნეტისა კი თავის მოკავშირე უოტკინსს ჩააბარა. ახალშექმნილი სახელმწიფოს კონსტიტუციად კი ლუიზიანის შტატის კონსტიტუცია მიიღო, რომელიც მონობას აკანონებდა. უოლკერმა მალევე, თავის შტაბბინად უფრო საიმედო ქალაქი ენსებადა გამოაცხადა და ქვემო კალიფორნიის რესპუბლიკას სახელიც შეუცვალა- სონორის რესპუბლიკა. უოლკერს სონორაზე გავლენა არც ჰქონია, და რამდენიმე თვეში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაპყრობილი ტერიტოიები, მექსიკის მთავრობის სამხედრო მოქმედებების შედეგად. იგი დაბრუნდა სან-ფრანცისკოში და წარდგა სასამართლოს წინაშე. დამარცხებულ ავანტურისტს, რომელმაც წამოიწყო არალეგალური ომი, ბრალად ედებოდა შეერთებული შტატების ნეიტრალიტეტის დარღვევა. იმ პერიოდში ძალზედ პოპულარული იყო ავანტურისტული მისწრაფებები აშშ-ის სამხრეთ და დასავლეთ შტატებში. ამოიტომაც, ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს უილიამ უოლკერი.

ნიკარაგუის დაპყრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ უოლკერი

ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკა ნიკარაგუაში დაიწყო სამოქლაქო ომი. ნიკარგუის პრეზიდენტმა კასტელონმა უოლკერთან დადო შეთანხმება, რომ უოლკერს შეეძლო ჩამოეყვანა სამასამდე "ახალმოსახლე", სამაგიეროდ მათ უნდა მოემარაგებინათ იარაღით აჯანყებულები. 1855 წლის 3 მაისიდან უოლკერი სან-ფრანცისკოდან ზღვით გამოემართა ნიკარაგუისკენ. ხმელეთზე გადმოსულ უოლკერს და მის თანმხლებ 60 ადამიანს შეემატნენ 170 ადგილობრივი და 100 ამერიკელი მეომარი.

"საკრამენტო იუნიონის" რეპორტიორმა, რომელიც თან ახლდა უოლკერს, მისი ექსპედიციის გასაშუქებლად, გაზეთისთვის გაგაზავნილ კორესპონდენციაში უოლკერი მოიხსენია მონათმფლობელური ნიკარაგუის დამაარსებლად. გაბრაზებულმა უოლკერმა მეთოფეთა რაზმს ჟურნალისტის მოკვლა უბრძანა. შეშინებული ჟურნალისტი ქალის ფორმაში გადაცმული გაიქცა ნიკარაგუიდან.

უოლკერის აგენტები ქირაობდნენ ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებს, რომლებიც მოემართებოდნენ ცენტრალური ამერიკისკენ ჰონდურასის, კოსტა-რიკის, სალვადორისა და გვატემალის დასაპყრობად. უოლკერს შეეძლო გამოეყვანა ათასამდე დაქირავებული მეომარი.

ამ პერიოდისთვის ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოს შორის მთავარი სავაჭრო გზა ნიკარაგუაზე გადიოდა. ნიუ იორკიდან დაძრული გემები შედიოდნენ რიო სან ხუანში, იქიდან ნიკარაგუის ტბაში და გადადიოდნენ წყნარი ოკეანის აუზში. ნიკარაგუის ტბიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე სამგზავრო კარეტებით გადაადგილდებოდნენ მგზავრები და ტვირთი.

უოლკერმა კასტელონის თანხმობით იერიში მიიტანა ქალაქ რივასზე. 1855 წლის 4 სექტემბერს კი ლა ვირხენის ბრძოლაში გაანადგურა ნიკარაგუის არმია. 13 ოქტომბერს კი აიღო დედაქალაქი გრანადა და მთელს ნიკარაუაზე კონტროლი დაამყარა, მარიონეტ პრეზიდენტად კი პატრისიო რივასი დანიშნა. 1856 წლის 20 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ფრანკლინ პირსმა უოლკერის რეჟიმი სცნო.

როცა უოლკერი ნიკარაგუაში ჩავიდა კ. გარისონმა და ჩ. მორგანმა, კორნელიუს ვენდერბილტის სატრანზიტო კომპანიის მოხელეებმა, შესთავაზეს ფინანსური დახმარება თუ მათ დაეხმარებოდა ამავე კომპანიის ხელში ჩაგდებაში. უოკეირ პირობას დასთანხმდა და ვენდერბილტს კომპანია ძალდატანებით წაართვა. საპასუხოდ ვენდერბილტმა ხმები გაავრცელა, რომ კომპანიას საქონელი გადაჰქონდა არალეგალურად. უფლებაშელახულმა ვენდერბილტმა წარმატებით დაარწმუნა ამერიკის მთავრობა, რომ შეცდომა დაუშვა უოლკერის მთავრობის ცნობაში. უოლკერის გეგმები აშფოთებდა ლათინური ამერიკის ქვეყნებს. ხუან რაფაელ მორამ, კოსტა-რიკის პრეზიდენტმა გაისეგრძეგანა უოლკერის მისწრაფებები და ომი გამოუცხადა მას. კოსტა-რიკის დასამარცხებლად უოლკერმა გაგაზავნა პოლკოვნიკი შლესინგერი, თუმცა მისი ჯარები დამარცხდნენ სანტა როსას ბრძოლაში, 1856 წლის მარტში. კოსტა-რიკას გვერდით დაუდგნენ ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნები, რომელთა კოალიციას აფინანსებდა ვენდერბილტი. 1856 წლის აპრილში კოსტა-რიკის ჯარები და დაქირავებული ამერიკელი ჯარისკაცები შეიჭრნენ ამერიკის ტერიტორიაზე და რივასის მეორე ბრძოლაში გაანადგურეს უოლკერის მოემრები. ხუან სანტამარიამ, რომელიც შემდგომში კოსტა-რიკის ეროვნული გმირი გახდა, ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

გაყალბებული არჩვენების შემდეგ უოლკერმა თავი გამოაცხადა ნიკარაგუის პრეზიდენტად. მისი ინაუგურაცია 1856 წლის 12 ივლისს მოეწყო. მისი "საპრეზიდენტო პროგრამა" ნიკარაგუის ამერიკანიზაციაზე იყო დაფუძნებული. ინგლისური გამოაცხადა ნიკარაგუის სახელმწიფო ენად და სახელმწიფო პოლიტიკის გატარებით ხელს უწყობდა აშშ-დან ემიგრანტთა ჩამოსვლას. გააანალიზა რა მისი პოზიციები სუსტდებოდა, გააუქმა 1824 წლის ნიკარაგუის გამოყოფის პაქტი და ხელს უწყობდა მონობით ვაჭრობის განვითარებას, რითაც კიდევ უფრო გაზარდა თავისი პოპულარობა შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში, სადაც მონობა იქაური ბიზნესმენების შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო იყო. უოლკერის წარმატებული ნაბიჯი უშედეგო აღმოჩნდა დიზინტერიის ეპიდემიის გავრცელების გამო, რომელმაც გაუწყვიტა ჯარისკაცები.

დაბრუნება შეერთებულ შტატებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1857 წლის 1 მაისს უოლკერი ჩაბარდა აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურ ჩარლ ჰენრი დეივისს და სამშობლოში დაბრუნდა. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მას ხალხი ისე შეხვდა როგორც გმირს. მაგრამ ეს ყურადღება გაქრა, როცა უოლკერმა თავისი დამარცხება დააბრალა აშშ-ის საზღვაო ძალებს. ექვსი თვის შემდეგ უოლკერი გეგემავდა კიდევ ერთ ექსპედიციას, მაგრამ ისევ ამერიკის საზღვაო ძალებმა დააპატიმრეს იგი და დააბრუნეს სამშობლოში.

გარდაცვალება ჰონდურასში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატებში გამოცემული წიგნის (1860, ომი ნიკარაგუაში) შემდეგ, კიდევ ერთხე და ამჯერად საბოლოოდ დაბრუნდა ცენტრალურ ამერიკაში. ტრუხილიოს პორტში (ჰონდურასი) ჩასული უილიამი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის კაპიტან სალმონის ტყვეობაში აღმოჩნდა. ბრიტანეთი აკონტროლებდა დღევანდელ ბელიზსა და მოსკიტების სანაპიროს, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა მისთვის საკონტინენტთაშორისი არხის აშენებას, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ატლანტისა და წყნარი ოკეანის აუზები. ამიტომ მისთვის უოლკერი საშიშროებას წარმოადგენდა.

სალმონმა იმის მაგივრად, რომ ამერიკის მთავრობისთვის გადაეცა წარუმატებელი სამხედრო ავანტიურისტი, ჰონდურასის ხელისუფლებს გადასცა. ჰონდურასის მთავრობამ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და 36 წლის უილიან უოლკერი 1860 წლის 12 სექტემბერს დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: