უილიამ ანდერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ანდერსი

უილიამ ელისონ ანდერსი (ინგლ. William Alison Anders; დ. 17 ოქტომბერი 1933, ბრიტანეთის ჰონგ-კონგი) — ამერიკელი სამხედრო მფრინავი, ასტრონავტი, სახელმწიფო მოღვაწე. 1968 წლის 21—27 დეკემბერს კოსმოსურ ხომალდ „აპოლო 8-ის“ ეკიპაჟის შემადგენლობაში განახორციელა გაფრენა კოსმოსში — ისტორიაში პირველი პილოტირებადი გაფრენა მთვარისკენ. შემდეგ იმყოფებოდა სახელმწიფო სამსახურში, იყო აშშ-ის ელჩი ნორვეგიაში, ხელმძღვანელობდა მსხვილ კორპორაციებს. მისი ფრენის საერთო ხანგრძლივობა სხვადასხვა საფრენ აპარატებზე 6000 საათზე მეტია. აგრძელებს აქტიურ ფრენებს მცირე თვიმთფრინავებზე. ყოფილი გენერალ-მაიორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]