ტყის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის ტბა
ტყის ტბა (ხედი ქალაქ კენორაზე)
ტყის ტბა (ხედი ქალაქ კენორაზე)
კოორდინატები: 49°14′59″ ჩ. გ. 94°45′03″ დ. გ. / 49.24972° ჩ. გ. 94.75083° დ. გ. / 49.24972; -94.75083
მდებარეობა აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 323 
სიგრძე 110 კმ
სიგანე 95 კმ
ფართობი 4.390 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 40 ათ. კმ
მაქსიმალური სიღრმე 64 
გამომდინარე მდინარე უინიპეგი
ტყის ტბა — კანადა
ტყის ტბა
ტყის ტბა — აშშ
ტყის ტბა

ტყის ტბა (ინგლ. Lake of the Woods) — გამდინარე ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში. გაწოლილია დიდი ტბების დასავლეთით, აშშ-ის — მინესოტის და კანადის — მანიტობის საზღვარზე. ფართობი 4390 კმ². სიგრძე 110 კმ, სიგანე 95 კმ. მდებარეობს 323 მ აბსოლუტურ სიმაღლეზე.[1] სიღრმე 26 მ-მდე, უდიდესი სიღრმე — 64 მ. გეოლოგიურად წარმოადგენს აგასისის ტბის ნაშთს. ტბაში მრავალი ტყიანი კუნძულია (სულ 14 ათასზე მეტი კუნძული). ტყის ტბა დაკავშირებულია უინიპეგის ტბასთან. ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს ქალაქი კენორა. სანაპირო ხაზი ძლიერ დანაწევრებულია, სანაპირო ხაზის სიგრძეა 40 ათ. კმ. აღმოსავლეთ ნაპირზე გამოიყოფა დიდი ნახევარკუნძული, რომელიც ტბაში ფართოდაა შეჭრილი; აღნიშნული ნახევარკუნძული ტყის ტბას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ტბიდან გამოედინება მდინარე უინიპეგი.

ტბის სანაპიროებზე გვხვდება მრავალი სახის ფრინველი, ასევე ფართოდ არის თეთრთავა არწივი. ტბაში მოიპოვება თევზის რამდენიმე სახეობა, მათ შორის: წერი, ქორჭილა, კალმახი და სხვა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lake of the Woods — The Canadian Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2011-09-07.
  2. Canada Fishing Online. Ontario Fishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-10. ციტირების თარიღი: 2011-09-07.