შინაარსზე გადასვლა

ტყის ბოლოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის ბოლოკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Dentaria

ტყის ბოლოკა (ლათ. Dentaria) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. მრავალწოვანი ფესურიანი ბალახებია. ფრთისებრი ან თათისებრ რთული ფოთლები და დიდი ზომის ვარდისფერი, იისფერი, იშვიათად თეთრი ყვავილები აქვთ.

20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა; იზრდება მუქწიწვოვან ტყეებში, წიფლნარში (ლათ. Dentaria bulbifera), კირქვიან სუბსტრატსა (ლათ. Dentaria quinquefolia) და ღორღიან ჩამონაზვავებზე, ზღვის დონიდან 2000-3000 სიმაღლემდე (ლათ. Dentaria microphylla, Dentaria bipinnata). დეკორატიულია, აშენებენ ბაღებსა და პარკებში.