ტუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუფის წყობა

ტუფი (იტალ. tufo) — მკვრივი ვულკანური ქანი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის (ვულკანური ფერფლი, წიდა, ლაპილები და სხვა) შეცემენტების შედეგად. ზოგჯერ დანალექი ფოროვანი ქანია. აქვს სხვადასხვა ფერი. ძვირფასი საშენი მასალაა. გამოიყენება როგორც მსუბუქი საკედლე მასალა და ბეტონის შემავსებელი.

საქართველოში ცნობილია ტუფის მრავალი სახეოსხვაობა. საბადოთაგან აღსანიშნავია: თეძმის, აკაურთის (მწვანე ტუფი), გორიჯვრის, ზემო სკრის (იისფერი ტუფი), სამშვილდის (ყვითელი ტუფი) და სხვა.[1] ყვითელი დეკორატიული ეგრეთ წოდებული ბოლნისის ტუფი პეტროგრაფიულად განეკუთვნება ტუფლავას ან ლავას. ბოლნისის ტუფის საბადო თბილისიდან 60 კმ-ზე მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ხატისსოფლის, მამხუტის (სარაჩლო), ტალავერის (ფახრალო), შიხალის, ქვეშის, წიფორის (ზემო გულავერი) მიდამოებში.

პროდუქტიული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს. საბადოს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ამუშავებდნენ.[2] თეძმის ტუფი ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი დაახლოებით ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 81.
  2. ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 454.
  3. ქოიავა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 670.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუფი&oldid=4596613“-დან