ტუნისის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეისტორიული ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეზოლითის პერიოდში ტუნისის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო იბერო-მავრიტანული კულტურა, რომელიც მოგვიანებით შეცვალა კაპსიურმა კულტურამ. კაპსიური კულტურის შთამომავლები არიან ტუნისის უძველესი მოსახელობა — ბერბერები. ეგვიპტელებისა და ბერძნებისათვის ისინი ცნობილი იყვნენ, როგორც ლიბიელები, ხოლო რომაელებისთვის — როგორც ნუმიდიელები.

ანტიკური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კართაგენის რუკა
ელ-ჯემი: რომაული ამფითეატრი სამხრეთ-დასავლეთ ტუნისში

ძვ.წ. 814 წელს ფინიკიის ქალაქ ტვიროსიდან ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე გადასახლებულმა კოლონისტებმა დააარსეს ახალი ქალაქი კართაგენი. ფინიკიელები ძვ.წ. 700-409 წწ. პერიოდში აქტიურად ებრძოდნენ ძვ. ბერძნებს ხმელთაშუა ზღვაზე გავლენის სფეროებისა და სავაჭრო მარშუტებისათვის. მაგონიდების დინასტიის მმართველობისას კართაგენი გახდა ხმელთაშუა ზღვის ძირითადი ქალაქი და სამხედრო ძალა. თუმცა ბერძნებმა ეს უპირატესობა წაართვეს მათ ძვ.წ. 480 წელს ჰიმერას ბრძოლაში. სიცილიის გამო ბერძნებსა და ფინიკიელებს შორის შეტაკებებმა გადაინაცვლა ტუნისში, როდესაც ძვ.წ. 311 წელს ბერძნებმა კაპ-ბონის ნახევარკუნძული.

ძვ.წ. IV საუკუნეში კართაგენი გახდა რომის ძირითადი მოწინააღმდეგე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ბატონობისათვის, რომელიც გადაიზარდა პირველ პუნიკურ ომში. მეორე პუნიკურ ომში, რომელიც გაგრძელდა ძვ.წ. 2180202 წწ. ჰანიბალმა გადალახა ალპები და შეუტია რომს. საბოლოოდ, კართაგენი დაამარცხეს რომაელებმა. ის დაინგრა ძვ.წ. 146 წწ. მესამე პუნიკური ომის შედეგად. კართაგენის ტერიტორია გახდა რომის აფრიკული პროვინცია, ხოლო მისი მცხოვრებნი გაყიდეს მონებად.

ძვ.წ. 44 წელს პომპეუსისა და კატონის დევნაში იულიუს კეისარი ტუნისში გადავიდა., რომელმაც მიიღო ნუმიდიის მეფის იუბა I-ის მხარდაჭერა. ტაპსის ბრძოლაში აჯანყებულების დამარცხების შემდეგ ნუმიდიის დიდი ნაწილი ოკუპირებულ იქნა რომის მიერ. I-II სს. კართაგენი იქნა გადაკეთებული ავგუსტუსის ბრძანებით, დაარსდა ახალი ქალაქები მეტწილად პუნების ძველი სამოსახლოების ადგილას. ჩრდილოეთ აფრიკის განვითარება დაჩქარა მას შემდეგ, რაც რომის პირველი აფრიკელი იმპერატორი გახდა ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი 193 წელს.

238 წელს ადგილობრივმა მიწათმოქმედებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი აჯანყება, რომლის მიზეზი გახდა რომაელი ჩინოვნიკების ფინანსური მაქინაციები. აჯანყებულებმა დაიკავეს ტისდრი (თანამედროვე ელ-ჯემი) და მოკლეს საძულველი პროკურატორი და მეფედ აკურთხეს მოხუცი გორდიანე I და მისი ვაჟი გორდიანე II, რომლებმაც მხოლოდ 38 დღე იმეფეს. საბოლოოდ აჯანყება დამარცხდა იმპერატორ მაქსიმინუსის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალების დახმარებით.

429 წელს ჩრდილოეთ აფრიკა დაიპყრო დასავლეთ რომის იმპერიის მიმართ მტრულად განწყობილმა გერმანულმა ტომებმა - ვანდალებმა. ტუნისი გახდა ვანდალთა და ალანთა სამეფოს ცენტრი, რომელმაც იარსება 534 წლამდე, სანამ ეს ადგილები არ დაიპყრო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I დიდის ჯარებმა. საუკუნეზე მეტი მომავალი ტუნისის მიწები ბიზანტიის იმპერატორის მმართველობის ქვეშ იყო.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა სახალიფო

არაბები ტუნისის ტერიტორიაზე 670 წელს შეიჭრნენ უკბა იბნ ნაფის მეთაურობით. აქ მათ დააარსეს ქალაქი კაირუანი და ნელ-ნელა დაიქვემდებარეს ქრისტიანთა და ბერბერთა ცალკეული დასახლებები. 698 წელს აიღეს და დაანგრიეს ბიზანტიის კართაგენი, რომლის ადგილას აღმართეს არაბული ტუნისი.

აღლაბიდების დინასტია (800-909)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე თაობის შემდეგ ჩამოყალიბდა ადგილობრივი არისტოკრატია. ის უკმაყოფილო იყო ადგილობრივ საქმეებში ხალიფატი ჩარევით. 797 წელს დაიწყო მცირე აჯანყება, რომელმაც ფართო ხასიათი მიიღო. აჯანყებამ კაირუანს მიაღწია. ხალიფას მიერ დანიშნულმა ხელისუფალმა ვერ შეძლო წესრიგის აღდგენა. პროვინციის ადგილობრივ მმართველს იბრაჰიმ იბნ აღლაბს კარგად ორგანიზებული ჯარი ჰყავდა. მან ჩაახშო აჯანყება. იბრაჰიმმა თხოვნით მიმართა ხალიფას — მიეცათ მისთვის იფრიქიის მმართველობის უფლება. ხალიფა ჰარუნ ალ–რაშიდი დათანხმდა. იბრაჰიმ ინბ აღლაბი და მისი შთამომავლები, როგორც აღლაბიდები ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდის სახელით მართავდნენ ტუნისს, ტრიპოლიტანიას აღმოსავლეთ ალჟირს 800-909 წწ. აღლაბიდების არმია შედგებოდა არაბი დამპყრობლების შთამომავლების, გამუსლიმებული ბერბერების და შავკანიანი მონა-ჯარისკაცებისაგან. ადმინისტრაციული პოსტები ეკავათ არაბ და სპარსელ ემიგრანტებს, აგრეთვე, ზოგიერთ ქრისტიანსა და ებრაელს.

ტუნისი აღლაბიდებსა და ოსმანებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაფსიდების ტუნისი (XV საუკუნე)

აღლაბიდებსა და ოსმანებს შორის პერიოდი რამდენიმე დინასტიის მმართველობის ხანას მოიცავს. მე-X ს. დასაწყისში იფრიქიის ტერიტორიაზე დაიწყო ისმაილიტების აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგა აბუ აბდალაჰი და იმაილიტი იმამი უბეიდალაჰი, რომელიც თავის თავს აცხადებდა ალისა და ფატიმას შთამომავლად. 909 წელს ისმაილიტთა არმიამ დაიკავა კაირუანი, სადაც უბეიდალაჰმა საზეიმოდ გამოაცხადა თავი ხალოიფა ალ-მაჰდად (909—934). პირველ წლებში ახალი სახელმწიფო თავგამოდებით ცდილობდა დაეპყრო ეგვიპტე, სადაც მალე გადაინაცვლა ფატიმიდების სახელმწიფოს ცენტრმა.

1148წელს ნორმანული წარმოშობის სიცილიის სამეფოს პირველმა მეფემ, როჯერ II-მ გიორგი ანტიოქელის დახმარებით დაამყარა ტუნისის სანაპიროებზე თავისი ხელისუფლება. ნორმანთა პერიოდში ტუნისში დაარსდა ქრისტიანული სკოლები და გაუმჯობესდა ურთიერთობები.

1160 წელს ნორმანები განდევნეს მაროკოს მმართველის აბდ ალ-მამუნის ჯარებმა, რომელმაც მაღრიბში საფუძველი დაუდო ალმოჰადების დინასტიას.

1229 წელს ტუნისი მოექცა ჰაფსიდების დინასტიის მმართველობის ქვეშ.

1270 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX-მ წამოიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა ტუნისის წინააღმდეგ, მაგრამ ჰაფსიდებმა მოიგერიეს მათი შემოტევა.

1534 წელს ტუნისს დაეუფლნენ თურქი მეკობრეები ხაირ ალ-დინ ბარბაროსას მეთაურობით, თუმცა ჰაფსიდებმა შეინარჩუნეს თავიანთი ხელისუფლება ესპანელების დახმარებით (ტუნისის ომი). მაგრამ 1574 წელს ჰაფსიდების დინასტია დაამხო იტალიური წარმოშობის თურქმა მეკობრემ ულუჩ ალიმ.

ოსმანთა იმპერიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1574 წლიდან ტუნისი შედიოდა ოსმანთა იმპერიაში. 1591 წელს ადგილობრივ იანიჩართა კორპუსის მეთაური შეცვალა სულთნის ნდობით აღჭურვილმა ნაცვალმა, რომელსაც „დეი-ს“ ტიტული ჰქონდა. 1704 წლიდან ის გახდა ნაწილობრივ დამოუკიდებელი ვასალური სახელმწიფო.

1705 წელს დაიწყო ჰუსაინიდების დინასტიის მმართველობის ხანა, რომელიც ქვეყანას მართავდა 1957 წლამდე.

XVII ს. დასაწყისში ტუნისში მთელი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო თურქული წარმოშობის დიდებულმა მურად ბეიმ, რომელიც აღარ ემორჩილებოდა ტუნისის დეის. მისი შთამომავლები მმართველობდნენ ტუნისში 100 წელზე მეტ ხანს და დამოუკიდებლად მართავდნენ ქვეყანას, აწარმოებდნენ ომებს მეზობლებთან, განსაკუთრებით ალჟირელ დეებთან. 1705 წელს სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ ტუნისში ახალი დინასტია გამეფდა ეს იყო ჰუსაინ ბენ-ალის დინასტია. შემდგომი ისტორია წარმოადგენს სასახლის ინტრიგათა, რევოლუციებისა და სამხედრო აჯანყებათა ხანგრძლივ ისტორიას. მიუხედავად ამისა, დინასტიამ დიდხანს შეინარჩუნა ძალაუფლება.

ბეების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰუსაინ ბენ-ალი (1705)
  • ალი-ფაშა (1735)
  • მოჰამეტი (1756)
  • აკი-ბეი (1759)
  • ჰამუდა (1782)
  • ოტმანი (1814)
  • მაჰმუდი (1814)
  • ჰუსეინი (1824)
  • მუსტაფა (1835)
  • აჰმედი (1 837)
  • მოჰამეტი (1855)
  • სიდი-მოჰამეტ-სადოკი (1859)
  • სიდი-ალი (1882).

1861 წელს ტუნისში მიღებულ იქნა მთელს არაბულ სამყაროში პირველი კონსტიტუცია.

საფრანგეთის კოლონიური იმპერიის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- ტუნისი საფრანგეთის კოლონიური იმპერიის შემადგენლობაში

1881—1956 ტუნისი წარმოადგენს საფრანგეთის პროტექტორატს. მას ჰქონდა საკუთარი გერბი, ჰიმნი, სახელმწიფო ფული და საფოსტო მარკები. ადგილობრივი ტუნისელი დიდებულების ხელში იყო ნომინალური ხელისუფლება, რომელთან ერთად პარალელურად ქვეყანას მართავდა ფრანგული ადმინისტრაცია გუბერნატორით სათავეში. ტუნისში გაჩნდნენ ფრანგი კოლონისტები. დაიწყო ლიცეუმების, რკინიგზებისა და გზატკეცილების, პორტების, ბანკების, სასარგებლო წიაღისეულის (ტყვია, ფოსფორი, რკინა) მომპოვებელი საწარმოების მშენებლობა.

თურქული და ევროპული გავლენით ქვეყანაში აღმოცენდა ნაციონალურად განწყობილი წრე — "ახალგაზრდა ტუნისი" - ახალგაზრდა თურქების არაბული ვარიანტი, რომელიც 1920 წელს გარდაიქმნა პარტია დუსტურად. 1934 წელს პარტია დუსტური დაიშალა ზომიერ და რადიკალურ ფრთად (ახალი დუსტური ჰაბიბ ბურგიბას მეთაურობით). რამდენადაც მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ტერიტორია მოექცა გერმანული ოკუპაციის ქვეშ, ტუნისი დაექვემდებარა ვიშის რეჟიმს.

1942 წელს ტუნისში გადასხდა ვერმახტის ჯარები, რომელსაც ნახევარი წლის შემდეგ მოკავშირეებმა აიძულეს კაპიტულაცია.

ომის შემდეგ 1947 წელს საფრანგეთმა ტუნისს მიანიჭა ავტონომია და შექმნა ადგილობრივი ხელისუფლება ტუნისის მინისტრთა საბჭოს სახით.

1951 წელს ქვეყანაში დაიწყო გაფიცვები, რომელმაც საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან გამოიწვია რეპრესიები. სიტუაცია იმდენად გამწვავდა და გახანგრძლივდა, რომ 1956 წლის 20 მარტს საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა ტუნისის დამოუკიდებლობა, თუმცა შეინაჩუნა სამხედრო ბაზა ბიზერტაში. საფრანგეთს სურდა, თავისი ძალები გადაესროლა ალჟირში, სადაც ასევე, გამწვავდა ომი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც 1954 წლიდან 1962 წლამდე გაგრძელდა.

დამოუკიდებელი ტუნისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაბიბ ბურგიბა ბიზერტაში (1952)

1956 წელს ტუნისი გახდა დამოუკიდებელი მონარქიული სახელმწიფო. სახელმწიფოს მეტაური გახდა ბეი მუჰამად VIII ალი-ამინი, რომელმაც მალე მიიღო მეფის ტიტული. 1957 წლის 25 ივლისს ეროვნულმა კრებამ გააუქმა მონარქია და ტუნისი რესპუბლიკად გამოაცხადა. მისი პირველი მეთაური გახდა ჰაბიბ ბურგიბა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში მმართველ წრეებში დომინირებდა პანარაბიზმის იდეა. ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სერიოზულად განიხილებოდა არაბთა ისლამური რესპუბლიკის შექმნის იდეა. 60-ანი წლების დასაწყისში ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული რეჟიმი. პარტია დუსტური გარდაიქმნა ჯერ ნეოდუსტურად, შემდეგ სოციალისტურ დუსტურულ პარტიად.

1981 წლის საყოველტაო არცევნებზე პარლამენტის ყველა ადგილი მიიღო სოციალისტურმა დუსტურულმა პარტიამ, რომელიც არჩევნებზე გამოდიოდა სრულიად ტუნისის შრომით გაერთიანებასტან ერთად კოალიციაში. ამან საშუალება მისცა ადგილების გარეშე დარჩენილ პარტიებს, მოეხდინათ გაერთიანება და კონსოლიდაცია.

1983 წელს ქვეყანაში დაიწყო „პურის ბუნტი“, რასაც თან მოჰყვა ბურგიბას რეჟიმის დაცემა.

1985 წელს გაწყვეტილ იქნა დიპლომატიური კავშირი ლიბიასთან მუამარ კადაფის „ანტიტუნისური ზომების“ გამო, რომელმაც ტუნისელ ოპოზიციონერებს შესთავაზა თავშესაფარი.

1986 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკის გამკაცრების გამო. და კვლავ პარლამენტის ყველა ადგილი მოიპოვა მმართველმა პარტიამ.

1987 წელს ქვეყანაში აღმოაჩინეს და გაანადგურეს ე.წ. „ჰომეინის ქსელი“, რომელიც ქვეყანაში გადატრიალებას ამზადებდა.

1987 წელსვე გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა გამკაცრებული საშინაო პოლიტიკის და აგრესიული ისლამის აღორძინებით. ქვეყანაში მოხდა ე.წ. „ჟასმინის რევოლუცია“, როცა უკვდავი პრეზიდენტი ჰაბიბ ბურგიბა გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრ ბენ-ალის მიერ ყველა მნიშვნელოვანი მინისტრისა და სამართალდამცავი ორგანოების თანხმობით. მომდევნო წელს ქვეყანაში დაიწყო გარკვეულ სფეროებში რეფორმები. ქვეყანა გადავიდა მრავალპარტიულ სისტემაზე, ისლამური ფუნდამენტალიზმის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლით, მან კურსი აიღო პროდასავლურ პოლიტიკაზე.

2011 წელს მასობრივი აქციების შედეგად პრეზიდენტი ბენ-ალი ქვეყნიდან გაიქცა. მოვლენებმა მიიღო მეორე ჟასმინის რევოლუციის სახელი. ტუნისის პარლამენტის თავმჯდომარე ფუად მებაზა გახდა დროებითი პრეზიდენტი.

2014 წლის არჩევნებით ტუნისის პრეზიდენტია ბეჯი ყაიდ ეს-სებსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ira M. Lapidus A History of Islamic Socities 2nd Ed. Cambridge University Press

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Иванов Н. А., Кризис французского протектората в Тунисе. 1918—1939 гг., М., 1971

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]