ტუმბესი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტუმბესი.
ქალაქი
ტუმბესი
Tumbes

ტუმბესის კათედრალი
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი (პერუ)|პერუს რეგიონები| რეგიონი ტუმბესი
კოორდინატები 3°34′00″ ს. გ. 80°27′00″ დ. გ. / 3.56667° ს. გ. 80.45000° დ. გ. / -3.56667; -80.45000
დაარსდა 1532
ცენტრის სიმაღლე 6±1 მეტრი
მოსახლეობა 94. 702 კაცი (2007)
ოფიციალური საიტი regiontumbes.gob.pe
ტუმბესი (ქალაქი) — პერუ
ტუმბესი (ქალაქი)

ტუმბესი – ქალაქი პერუს ჩრდილო-დასავლეთში, მდინარე ტუმბესის სანაპიროებზე, ტუმბესის რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს ეკვადორის საზღვართან საკმაოდ ახლოს. მოსახლეობა შეადგენს 94 702 კაცს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტუმბესის ტერიტორია, ჯერ კიდევ ინკებამდელ ხანაში დასახლებული იყო ტუმპისის ეთნიკური ჯგუფის ხალხებით, დაახლოებით 178 000 ადამიანით. შემდგომში, 1400 წელს, ინკა პაჩაკუტიმ ეს ტერიტორია შეუერთა ინკების იმპერიას და მალე იგი იქცა იმპერიის უმნიშვნელოვანეს ცენტრად. ცოტა მოგვიანებით, იმპერატორმა უაინა კაპაკმა აქ გაიყვანა გზები და ააშენა სახლები და სასახლეები.

ესპანელთა შეჭრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1528 წელს, ტუმბესს ეწვია ესპანელი კონკისტადორი ფრანსისკო პისარო. უკვე 1532 წელს, პისარო ხელმეორედ სტუმრობს ქალაქს, ამჯერად დაპყრობის მიზნით, მაგრამ მოულოდნელ წინააღმდეგობას აწყდება ადგილობრივ ბელად კურაკასგან.

მანგლარესის ბრძოლაში, პისარომ სრული გამარჯვება მოიპოვა ადგილობრივებზე. დიდი კოლუმბიის ვიცე-სამეფოს დაშლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი პერუს მიეკუთვნა, მას დე-ფაქტო ეკვადორი აკონტროლებდა. რის გამოც ამ ორ ქვეყანას შორის არაერთი საბრძოლო შეტაკება მომხდარა. მშვიდობა მიღწეული ვერ იქნა 1992 წლამდე, როდესაც უკანასკნელი კონფლიქტის შემდეგ პერუს პრეზიდენტმა ალბერტო ფუხიმორმა და ეკვადორის პრეზიდენტმა ხამილ მაუადმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ეკვადორი ტუმბესსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს პერუს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]