ტრიპოლის საგრაფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიპოლის საგრაფო
Comitatus Tripolitanus

იერუსალიმის სამეფოს, ანტიოქიის სამთავროს და მონღოლთა იმპერიის ვასალი.


გერბი

ტრიპოლის საგრაფო 1135 წელს.
დედაქალაქი ტარტუსი (1102-1109), ტრიპოლი (1109-1289)
ენა ლათინური, ფრანგული, ოქსიტანური, იტალიური (ასევე არაბული და ბერძნული)
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია(ოფიციალური)
მართლმადიდებელი ეკლესია(პოპულარული)
აღმოსავლური მართლმადიდებლობა, ისლამი, და იუდაიზმი(უმცირესობა)
მმართველობის ფორმა მონარქია

ტრიპოლის საგრაფო (1109-1289) — უკანასკნელი ჯვაროსნული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში.[1] დაარსდა ლევანტში, დღევანდელი ტრიპოლის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ლიბანის და სირიის დასავლეთ მხარეს, ადგილობრივი ქრისტიანი, დრუზი და მუსლიმური მოსახლეობის მხარდაჭერით.[1][2] 1109 წელს, როცა ქრისტიანებმა დაიპყრეს რეგიონი, ბერტრნარ ტულუზელი ტრიპოლის პირველი გრაფი გახდა. ის იერუსალიმის მეფის ბალდუინ I-ის ვასალი იყო. 1289 წელს ტრიპოლი მამლუქებმა დაიპყრეს და ტერიტორია ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა.[1](p328)

ქრისტიანების მიერ დაპყრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიმუნდ IV ტულუზელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ჯვაროსანი ფეოდალი იყო.[3] მიუხედავად ამისა, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, მან ვერ შეძლო ტერიტორიის შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთში. იმავდროულად მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ფეხი მოიკიდა სხვადასხვა ქრისტიანულმა ერთეულებმა: ედესის საგრაფო, იერუსალიმის სამეფო და ანტიოქიის სამთავრო.[4] ტრიპოლი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიად ითვლებოდა, რადგანაც ის სამხრეთით ფრანგებს, ხოლო ჩრდილოეთით ნორმანებს აკავშირებდა. ტრიპოლი ასევე კარგად დასახლებული და ნაყოფიერი ტერიტორია იყო.[5] 1102 წელს, რაიმუნდ IV ტულუზელმა დაიკავა ტარტოსა (ტარტუსი) და ჯვაროსნული ომის ვეტერანებთან ერთად ტრიპოლის დასაპყრობად ემზადებოდა.[3][6](p197)

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაფ უილიამ იორდანელს, რაიმუნდ IV-ის ნათესავს და მეგობარს, მემკვიდრეობის მისაღებად თავადი ტანკრიდი უჭერდა მხარს, მაგრამ მემკვიდრეობის მიღების სურვილი რაიმუნდის ლეგიტიმურ შვილს ბერტრან ტულუზელსაც ჰქონდა.[7] ბერტრანს, რომელსაც მხარს ბალდუინ I უჭერდა, ახლო აღმოსავლეთში სოლიდური ლაშქრით და გენუის ფლოტით ჩამოვიდა. იმისათვის, რომ მემკვიდრეობის პრობლემა მოგვარებულიყო, ბალდუინმა ტრიპოლის გაყოფის შეთანხმება შეადგინა. მან უილიამს ტანკრიდის პატივსაცემად, ჩრდილოეთ ტრიპოლი, ხოლო ბერტნარს, როგორც მის ვასალს სამხრეთ ტრიპოლი უბოძა. ერთობლივი ქრისტიანული თავსადხმების შედეგად, ტრიპოლი 1109 წლის, 12 ივლის იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. უილიამის გარდაიცვალების შემდეგ, ბერტნარი ტრიპოლის პირველი გრაფი გახდა.

სტრუქტურა და გადაცემის სიმძლავრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მფლობელობა და ვასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრიპოლის საგრაფოს მონეტა": ოქროს „ბეზანტი“ არაბული წარწერით (1270–1300), და ტრიპოლური ვერცხლის მონეტა. ბრიტანეთის მუზეუმი.

ტრიპოლის საგრაფო ბიზანტიის ყოფილი საზღვრების და ნაწილობრივ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლაში მოპოვებულ ტერიტორიებს მოიცავდა. თავის ძლიერების პერიოდში, ის ჩრდილოეთ სანაპირო მარაკლეადან, სამხრეთით ბეირუთამდე იყო გადაჭიმული. ხოლო საგრაფოს შიდა ნაწილი კრაკ-დე-შევალიეს ციხესიმაგრემდე ვრცელდებოდა. საჰერცოგო მცირე სამთავროებად იყო დანაწევრებული, რომლებიც უხეშად სანაპირო პორტების გასწვრივ იყვნენ კონცენტრირებული. როგორც სამხედრო დახმარების საფასური, ტრიპოლის ტერიტორიის ერთი-მეოთხედი, მათ შორის ქალაქი გებალი გენუელებს გადაეცა.

თავდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ვიწრო ზღვისპირა დაბლობების დაკავებისა, მის მიღმა არსებული ქედი, ბუნებრივ თავდაცვით ხაზს ქმნიდა ტრიპოლისთვის. აღმოსავლეთი ფრონტის უფრო გასამაგრებლად, მთებს შორის გადასასვლელებს შორის რამდენიმე ციხესიმაგრე აშენდა. მუსლიმი ძალები (თურქები და ეგვიპტელები) ხშირად თავს ესხმოდნენ ტრიპოლის საზღვრების ტერიტორიებს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთიდან აქტიურობდნენ. 1137 წელს, რაიმუნდ II-მ მონტფერანის ციხესიმაგრეზე კონტროლი დაკარგა. მუსლიმების პოზიცია ჩრდილოეთში, ასასინების ჩამოყალიბების შემდეგ მნიშვნელოვნად გამყარდა. 1144 წელს, იმისათვის, რომ საგრაფოს თავდაცვითი შესაძლებლობა გაზრდილიყო, რაიმუნდ II-მ სასაზღვრო ტერიტორიების დიდი ნაწილი ჰოსპიტალიერების ორდენს გადასცა. ეს მოიცავდა რამდენიმე ციხესიმაგრეს, მათ შორის კრაკ-დე-შევალიეს. 1150-იანებში, თავდაცვა კიდევ უფრო გაძლიერდა ტარტუსის ტამპლიერებისთვის გადაცემის შემდეგ.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიის საკითხებში, იერუსალიმის საგრაფოები იერუსალიმის პატრიარქს უნდა დამორჩილებოდა. თუმცა ტრიპოლის ერთ-ერთმა გრაფმა, პონს ტულუზელმა, კავშირი ანტიოქიის საპატრიარქოსთან გააბა და ის პატრიარქად სცნო.

ომები სელჩუკთა იმპერიის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც, იერუსალიმის სამეფოს ვასალი, ტრიპოლის გრაფები ჩართული იყვნენ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1111 წელს, სელჩუკები ანტიოქიასა და ედესისკენ გამოემართნენ. ბერტნარდი და ბალდუინი ჯარით ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ, შაიზარის ბრძოლაში ედესისა და ტანკრიდს ჯარებს შეუერთდნენ და ერთობლივი ძალებით სელჩუკების დამარცხება შეძლეს. 1119 წელს, სელჩუკები თავს დაესხნენ ანტიოქიას და „სისხლიანი ველის ბრძოლაში“ წარმატებას მიაღწიეს. თუმცა ბალდუინმა შეძლო ჰაბის ბრძოლის გამარჯვება და ქრისტიანული ფლანგი წარმატებით დაიცვა. 1125 წელს, გრაფი პონსი თურქების წინააღმდეგ  დაიძრა, რომლებმაც ედესის ქალაქი აზაზი ალყაში მოაქციეს. პონსმა და ბალდუინ II-მ, თურქები დაბლობებში შემოიტყუეს, საიდანაც ჩასაფრებულმა ჯვაროსნების ერთობლივმა ძალებმა, აზაზის ბრძოლაში თურ-სელჩუკების დამარცხება შეძლეს.

გრაფ უილიამ იორდანელს, რაიმუნდ IV-ის ნათესავს და მეგობარს, მემკვიდრეობის მისაღებად თავადი ტანკრიდი უჭერდა მხარს, მაგრამ მემკვიდრეობის მიღების სურვილი რაიმუნდის ლეგიტიმურ შვილს ბერტრან ტულუზელსაც ჰქონდა. ბერტრანს, რომელსაც მხარს ბალდუინ I უჭერდა,  ახლო აღმოსავლეთში სოლიდური ლაშქრით და გენუის ფლოტით ჩამოვიდა. იმისათვის, რომ მემკვიდრეობის პრობლემა მოგვარებულიყო, ბალდუინმა ტრიპოლის გაყოფის შეთანხმება შეადგინა. მან უილიამს ტანკრიდის პატივსაცემად, ჩრდილოეთ ტრიპოლი, ხოლო ბერტნარს, როგორც მის ვასალს სამხრეთ ტრიპოლი უბოძა. ერთობლივი ქრისტიანული თავსადხმების შედეგად, ტრიპოლი 1109 წლის, 12 ივლის იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. უილიამის გარდაიცვალების შემდეგ, ბერტნარი ტრიპოლის პირველი გრაფი გახდა.

მუსლიმების მიერ დაპყრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსების უკმარისობამ, ცუდმა მოსავალმა, სავაჭრო გზების შეცვლამ, ადგილობრივმა ეკონომიკამ, ასევე მუსლიმებისა და მონღოლების გამუდმებულმა თავდასხმებმა, იერუსალიმის სამეფოს დაცემა უფრო დააჩქარა. 1280-იანი წლებისათვის, მხოლოდ ორი ქრისტიანული სახელმწიფო არსებობდა; იერუსალიმის სამეფო და ტრიპოლის საგრაფო. მიუხედავად იმისა, რომ, მამლუქებს სამშვიდობო ხელშეკრულება ჰქონდათ ტრიპოლთან, 1289 წლის, მარტში ხელშეკრულება დაარღვიეს და ტრიპოლი ეგვიპტის მამლუქთა სასულთნომ შემოიერთა.

ტრიპოლის გრაფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რაიმუნდ ტულუზელი (1102-1105)
  • ალფონსო იორდანელი (1105-1109)
  • უილიამ იორდანელი, როგორც რეგენტი (1105-1109)
  • ბერტნარ ტულუზელი (1109-1112)
  • პონს ტულუზელი (1112-1137)
  • რაიმუნდ II (1137-1152)
  • რაიმუნდ III (1152-1187)
  • რაიმუნდ IV (1187-1189), ბოემუნდ III-ის შვილი.
  • ბოემუნდ IV  (1189-1233, ასევე ანტიოქიის გრაფი 1201-1216 და 1219-1233 წლებში)
  • ბოემუნდ V (1233-1252, ასევე ანტიოქიის გრაფი)
  • ბოემუნდ VI (1252-1275, ასევე ანტიოქიის გრაფი 1252 – 1268)
  • ბოემუნდ VII (1275 – 1287)
  • ლუსია (1287 – 1289)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Gregory T. E. "A History of Byzantium" John Wiley and Sons. 2010. Accessed at Google Books, 8 November 2013.
  2. Riley-Smith J. "The Knights Hospitaller in the Levant, C.1070-1309"[მკვდარი ბმული] Palgrave Macmillan, 2012 ISBN 9780230290839. Accessed at Google Books, 10 November 2013.(p7)
  3. 3.0 3.1 Tyreman C. "God's war - a new history of the crusades" Harvard University Press. February, 2009. ISBN 9780674030701
  4. Madden T. F. "The new concise history of the crusades" Rowman and Littlefied, 2005. ISBN 0742538222, 9780742538221. Accessed 3 November 2013
  5. Kennedy H. "Crusader castles" Cambridge University Press. 1994. p62. Google Books. Accessed 7 November 2013.
  6. Setton K. M. et al "A History of the crusades: the impact of the crusades on the Near East." University of Wisconsin Press. 1985. Accessed at Google Books 8 November 2013.
  7. Asbridge T. S. "The Creation of the Principality of Antioch, 1098-1130." Boydell and Brewer Ltd. 2000. p208. Accessed at Google Books, 9 November 2013.