ტრიდენტის საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტრიენტის საეკლესიო კრება)
თარიღი 13 დეკემბერი, 15454 დეკემბერი, 1563
აღიარებს რომის კათოლიკური ეკლესია
წინა კრება ლატერანის მეხუთე საეკლესიო კრება
შემდეგი კრება ვატიკანის პირველი საეკლესიო კრება
მოიწვია პავლე III
თავმჯდომარე პავლე III, იულიუს III, პიუს IV
ესწრებოდა 250 სასულიერო პირი
საკითხები პროტესტანტიზმი, კონტრრეფორმაცია
კანონები დამტკიცდა 16 დოგმატური კანონი

ტრიდენტის საეკლესიო კრება — კათოლიკური ეკლესიის XIX მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც მოიწვიეს რომის პაპ პავლე III-ის ინიციატივით 1545 წლის 13 დეკემბერს ტრიდენტის (ტრენტოს) საკათედრო ტაძარში და აქვე დაიხურა 1563 წლის 4 დეკემბერს რომის პაპ პიუს IV-ის მიერ[1]. იყო კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კრება. მისი მიზანი იყო რეფორმაციისათვის პასუხის გაცემა. ითვლება კონტრრეფორმაციის საწყის წერტილად[2].

საკათედრო ტაძარში, სხვა საქმეებთან ერთად, დაადასტურეს, ნიკეის რწმენის სიმბოლო, დაამტკიცეს ბიბლიის ლათინური თარგმანი, მიიღეს ტრიდენტის კატეხიზმო. სულ მიიღეს 16 დოგმატური დადგენილება, რომლებიც კათოლიკური დოგმატიკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ეკლესიის მამების რაოდენობა პირველ სესიაზე იყო 34, ხოლო 25-ე და უკანასკნელზე — 215 (მათ შორის 4 პაპის ლეგატი, 2 კარდინალი, 3 პატრიარქი, 25 მთავარეპისკოპოსი, 167 ეპისკოპოსი, 7 აბატი და 7 სასულიერო ორდენის გენერალი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • История средних веков. Т. 2 / Под ред. З. В. Удальцовой, С. П. Карпова. — М.: Высшая школа, 1991. — 400 с. — ISBN 5-06-000012-5..
  • Филиппсон М. Религиозная контрреволюция в XVI веке. Тридентский собор. 2-е изд. — М.: Либроком, 2011. — 424 с. — (Академия фундаментальных исследований: история). — ISBN 978-5-397-01939-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. По материалам статьи Concilio de Trento с сайта Enciclopedia católica online.
  2. История средних веков, т. 2 1991.