ტორონტოს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტორონტოს უნივერსიტეტი
მეფის კოლეჯი (1827-1849)
დევიზი (Velut arbor ævo) ვითარდება როგორც ხე დროთა განმავლობაში
დაფუძნდა 15 მარტი, 1827
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი
ფონდები $ 2.38 მილიარდი (კოლეჯის გარდა); $ 2.84 მილიარდი (კოლეჯის ჩათვლით)
კანცლერი მაიკლ უილსონი
პრეზიდენტი მერიკ გერტლერი
სტუდენტი 60,595
ბაკალავრი 43,523
კურსდამთავრებული 17,072
ქალაქი ტორონტო
შტატი ონტარიო
ქვეყანა კანადა
კამპუსი 71 ჰექტარი
მეტსახელი ვარსიტი ბლუ
კავშირები Digital Library Federation[1] , IIIF Consortium[2] , თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაცია[3] , Association of Research Libraries[4] , Canadian Association of Research Libraries[5] , U15 Group of Canadian Research Universities[6] , Universities Canada[7] , arXiv[8] , Canadian Research Knowledge Network[9] , ORCID[10] , Association of American Universities[11] [12] , Coalition for Networked Information[13] , Center for Research Libraries[14] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[15] , Digital Research Alliance of Canada[16] და Canadian Federation for the Humanities and Social Sciences[17]
აფილაცია Pontifical Institute of Mediaeval Studies[18]
ტორონტოს უნივერსიტეტი — კანადა
ტორონტოს უნივერსიტეტი
utoronto.ca

ტორონტოს უნივერსიტეტი — საზოგადოებრივი კვლევითი უნივერსიტეტი ტორონტოში (ონტარიო, კანადა). ის გარს ერტყმის დედოფლის პარკს. იგი დაარსდა სამეფო ქარტიის მიერ 1827 წელს, როგორც მეფის კოლეჯი და პირველი უმაღლესი განათლების კერა ზედა კანადის კოლონიაში.

თავდაპირველად იგი კონტროლდებოდა ინგლისის ეკლესიის მიერ. უნივერსიტეტმა 1850 წელს მიიღო სახელი, რომელსაც დღესაც ატარებს. იგი მოიცავს განსხვავებული ხასიათის და ისტორიის მქონე 11 კოლეჯს და თითოეული მათგანი ფინანსურ და ინსტიტუციურ საკითხებზე არსებულ ავტონომიას ფლობს. ტორონტოს უნივერსიტეტს ორი სატელიტური კამპუსი აქვს სკარბორგში და მისისჰაუგაში.

სხვადასხვა მნიშვნელოვანი პუბლიკაციების მიხედვით, ტორონტოს უნივერსიტეტი საყოველთაოდ ცნობილია როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი კანადაში. აკადემიური თვალსაზრისით, ტორონტოს უნივერსიტეტი ცნობილია ლიტერატურული კრიტიკისა და საკომუნიკაციო თეორიის გავლენით და თავისი კურიკულუმით, რომელიც მოიხსენება ზოგადი სახელით: ტორონტოს სკოლა. ტორონტოს უნივერსიტეტში დაიწყო ინსულინისა და ღეროვანი უჯრედის კვლევა, გამოიყენეს პირველი პრაქტიკული ელექტრონული მიკროსკოპი, განავითარეს მულტი-სენსორული ტექნოლოგია, ამოიცნეს პირველი შავი ხვრელი.

ტორონტოს უნივერსიტეტი ერთ-ერთია ამერიკულ უნივერსიტეტთა ასოციაციის ორი წევრიდან, მეორე კი, მაკჯილის უნივერსიტეტი, მონრეალის კგბეკშია და ხელმძღვანელობს სტრაჩანი. მეფის კოლეჯი იყო რელიგიური ინსტიტუტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმატორი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებოდნენ სასულიერო პირების კონტროლს კოლონიალურ ინსტიტუტებზე და იბრძოდნენ კოლეჯების თავისუფალი განვითარებისთვის. 1849 წელს, ხანგრძლივი და მწვავე დებატების შემდეგ, ზემო კანადის ტორონტოს უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა პასუხისმგებელმა მთავრობამ ეკლესიასთან კავშირები გაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, განრისხებულმა სტრაჩანმა ერთი წლით ადრე დატოვა სამების კოლეჯი და ჩამოაყალიბა კერძო ანგლიკანური სემინარია. უნივერსიტეტის კოლეჯი შეიქმნა როგორც ტორონტოს უნივერსიტეტის ფილიალი. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ბრიტანეთის ჩრდილოეთ ამერიკის კავშირის ბლოკადის საფრთხემ გამოიწვია უნივერსიტეტის რეფლორ კორპუსის შექმნა.

1878 წელს დაარსდა პრაქტიკულ მეცნიერებათა სკოლა, რომელიც გამოყენებითი მეცნიერებისა და საინჟინრო ფაკულტეტის წინამორბედი იყო და თავდაპირველად მეტსახელად „თავის ქალას“ უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის ფაკულტეტი 1843 წელს გაიხსნა, სამედიცინო სწავლება ჩატარდა 1853 წლიდან 1887 წლამდე, როდესაც ფაკულტეტმა ტორონტოში მედიცინის სკოლაც მოიცვა. იმავდროულად, უნივერსიტეტმა გააგრძელა გამოცდების ჩატარება და სამედიცინო ხარისხის გაცემა. 1887 წელს უნივერსიტეტმა გახსნა იურიდიული ფაკულტეტი, რომელსაც 1888 წელს მოჰყვა სტომატოლოგიის ფაკულტეტი. 1884 წელს კი ქალები პირველად დაუშვეს უნივერსიტეტში.

1890 წელს ხანძარმა უნივერსიტეტის კოლეჯის ინტერიერი გაანადგურა და ბიბლიოთეკას ოცდათხუთმეტი ათასი ტომი მოაკლო. საბედნიეროდ, უნივერსიტეტმა აღადგინა შენობა და შეავსო ბიბლიოთეკა, მაგრამ ამას ორი წელი დასჭირდა.

მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე უნივერსიტეტმა რამდენიმე საეკლესიო კოლეჯი დააფუძნა, მათ შორის 1904 წელს სტრაჩანანის სამების კოლეჯი, 1896 წლიდან 1991 წლამდე მუსიკის სამეფო კონსერვატორია და 1912-1968 წლების სამეფო მინოსის სამეფო მუზეუმი.

პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა გადაფარეს ზოგიერთი საუნივერსიტეტო საქმიანობა. ბევრი სტუდენტი ვაჟი მოხალისედ წავიდა და უნივერსიტეტში შეწყდა კოლეგიალური სპორტული შეჯიბრებები და დებატები, თუმცა გამოფენები და შიდა კონკურსები ისევ გრძელდებოდა. 1935 წელს გაიხსნა დევიდ დნლაპის ობსერვატორია რიჩმონდ ჰილში, რასაც მოჰყვა ტორონტოს ინსტიტუტის აერონავტიკის კვლევის ინსტიტუტის გახსნა 1949 წელს. 1964 წელს სკარბოროში და 1964 წელს ტორონროს უნივერსიტეტმა მისისიაგაში გახსნა სატელიტური კამპუსები. ტორონტოს უნივერსიტეტისგან სრულიად დამოუკიდებელი გახდა უნივერსიტეტის ყოფილი შვილობილი სკოლები ონტარიოს სასოფლო-სამეურნეო კოლეჯსა და გლენდონ ჰოლში და მათ შესაბამისად, გიულფის უნივერსიტეტი და იორკის უნივერსიტეტი ეწოდათ.

2007 წელს ტორონტოს უნივერსიტეტი გახდა პირველი უნივერსიტეტი კანადაში, რომელმაც 1$ მილიარდზე მეტი შეწირულობა მიიღო.

საუნივერსიტეტო დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ტერიტორია დაახლოებით 2 კილომეტრზეა გადაჭიმული ტორონტოს ფინანსურ უბანში იორკისა და ანექსის სამხრეთით. იგი მოიცავს 71 ჰექტარს. დედოფლის პარკი, რომელიც აკავშირებს უნივერსიტეტის ტერიტორიებს, შეიცავს ონტარიოს საკანონმდებლო ნაგებობას და რამდენიმე ისტორიულ ძეგლს. თავისი მწვანე მდელოებითა და მრავალსაუკუნოვანი ეზოებით, საუნივერსიტეტო ქალაქის ცენტრში არსებული ურბანული პარკისგან განსხვავებულია. ტორონტოს უნივერსიტეტი ახლოსაა ტორონტოს მეტროპოლიტენის დედოფლის პარკის სადგურთან.

სამხრეთ შესასვლელს მონიშნავს ბენეტ გეითსის ქვის სვეტები. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში არქიტექტურა ეპითემატირებულია რომანული და გოთური აღორძინების შენობების კომბინაციით, რომელიც თარიღდება 1858 და 1929 წლებით. მეფის კოლეჯის წრეში ასევე დაცულია ოვალური გაზონი. ცენტრში არის 1857 წელს აშენებული საუნივერსიტეტო კოლეჯის ძირითადი შენობა.

არქიტექტორმა ფრედერიკ უილიამ კუმბლენდმა ამ დიზაინის დრამატული ეფექტის გამო დაიმსახურა ბევრი ევროპელის შექება. ლაურ დურფერინმა 1872 წელს ტორონტოში ვიზიტის დროს ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ვაღიარებ, რომ მე არ ვიცოდი, არქიტექტურის ასეთი ბრწყინვალე ნიმუში თუ არსებობდა ამერიკის კონტინენტზე“. შენობა 1968 წელს კანადის ეროვნული ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა. 1907 წელს აშენებული საკონცერტო დარბაზი ცნობილია თავისი გუმბათოვანი სახურავითა და მრგვალი იონური-სვეტებით.

მიუხედავად იმისა, რომ მისი უმთავრესი ფუნქცია არის ყოველწლიური მოწვევის ცერემონიალს უმასპინძლოს, შენობა აკადემიური და სოციალური მოვლენების ადგილიცაა. ნოქს კოლეჯის ქვიშაქვის ნაგებობები ჩრდილოეთ ამერიკელი კოლეჯის გოთური დიზაინის ეპიტომიას ქმნიან, მისი დამახასიათებელი კუპეები ეზოშია განლაგებული.

ჩრდილო-აღმოსავლეთით გაზონი მთავრდება მთავარ შენობასთან, რომელიც გოთური-აღორძინების სტუდენტური ცენტრის კომპლექსია. ბევრი ჩვეულებრივი ოთახის გარემოცვაში გამორჩეულია ფართო ვიტრაჟებიანი დიდი დარბაზი და კედლების ირგვლივ დაწერილი ჯონ მილტონის გრძელი ციტატა. 44 მეტრიანი კოშკი ყველაზე თვალშისაცემი ნაგებობაა ამ მიდამოში. კოშკის ქვის თაღზე არის ამოტვიფრული ამ უნივერსიტეტის ყოფილი წევრების სახელები, რომლებიც ომში დაიღუპნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
  2. http://iiif.io/community/consortium/#the-iiif-consortium
  3. https://web.archive.org/web/20210701065737/https://www.acu.ac.uk/our-members/
  4. https://web.archive.org/web/20210904192113/https://www.arl.org/list-of-arl-members/
  5. https://web.archive.org/web/20210818132208/https://www.carl-abrc.ca/about-carl/members/
  6. https://web.archive.org/web/20210908033745/https://u15.ca/member/university-toronto
  7. https://web.archive.org/web/20210812231046/https://www.univcan.ca/universities/member-universities/
  8. Our Members / Tier 2
  9. https://web.archive.org/web/20230904115855/https://www.crkn-rcdr.ca/en/members
  10. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  11. https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
  12. https://www.aau.edu/who-we-are/our-members
  13. https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
  14. https://web.archive.org/web/20231016073235/https://www.crl.edu/membership/members
  15. https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
  16. https://web.archive.org/web/20221214213749/https://alliancecan.ca/en/membership/our-members
  17. https://web.archive.org/web/20231009110100/https://www.federationhss.ca/en/membership/our-members
  18. https://pims.ca/article/history-and-organization-of-the-institute/