ტორინო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტორინო
Torino
სრული სახელი Torino Football Club
მეტსახელი Il Granata (ბროწეულები),
Il Toro (ხარები)
დაარსდა 1906
სტადიონი სტადიო ოლიმპიკო
ტურინი, იტალია
(ტევადობა: 27 958 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა ურბანო კაირო
მწვრთნელი იტალიის დროშა ვალტერ მაძარი
კაპიტანი იტალიის დროშა როლანდო ბიანკი
ლიგა სერია A
2019-20 16
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ტორინო (იტალ. Torino) იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტურინიდან. კლუბი თამაშობს იტალიური ფეხბურთის უმაღლესი რანგის დივიზიონში სერია A-ში.

გრანდე ტორინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ტორინოს“ ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო 1942-49 წლების გუნდი, რომელსაც დიდ ტორინოს (იტალ. Grande Torino) უწოდებდნენ. ამ ფორმაციის გუნდმა ხუთჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და ერთხელ თასი, ასევე 1943 წელს შეიქნა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთ წელს ქვეყნის ორივე მთავარი ტიტული მოიგო. ამ ლეგენდარული გუნდის კაპიტანი და ლიდერი ვალენტინო მაცოლა მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი იყო.

ლეგენდარულ გუნდს შეემთხვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკატასტროფა, როდესაც ლისაბონიდან სამშობლოში დაბრუნებისას, თვითმფრინავი ტურინის სიახლოვეს სუპერგას გორაკზე მდებარე ბაზილიკის უკანა კედელს დაეჯახა, გუნდის უკლებლივ ყველა წევრი დაიღუპა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის ჩემპიონატი

  • ჩემპიონი (7): 1927–28, 1942–43, 1945–46, 1946–47, 1947–48, 1948–49, 1975–76
  • ვიცე-ჩემპიონი (7): 1907, 1914–15, 1928–29, 1938–39, 1941–42, 1976–77, 1984–85

კოპა იტალია

  • გამარჯვებული (5): 1935–36, 1942–43, 1967–68, 1970–71, 1992–93
  • ფინალისტი (8): 1937–38, 1962–63, 1963–64, 1969–70, 1979–80, 1980–81, 1981–82, 1987–88

იტალიის სუპერთასი

  • ფინალისტი (1): 1993

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფას თასი

  • ფინალისტი (1): 1993

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]