ტომ ჰიდლსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომ ჰიდლსტონი

San Diego Comic Con-ზე, 2017 წელს.
დაბადების სახელი ტომას უილიამ ჰიდლსთონი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1981 (1981-02-09) (43 წლის)
ვესტმინსტერი, ლონდონი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2001–დღემდე

ტომ ჰიდლსტონი (ინგლ. Tom Hiddleston; დ. 9 თებერვალი, 1981) — ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი და მუსიკალური შემსრულებელი. თავდაპირველად გამოდიოდა ლონდონის უესტ-ენდის თეატრის მიერ დადგმულ „ივანოვში“ და „ციმბელინში“. უკანასკნელში განსახიერებული როლისთვის მან მიიღო ლორენს ოლივიეს სახელობის ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალბედა მსახიობმა. აგრეთვე ნომინირებული იყო იგივე ჯილდოზე „ოტელოში“ კასიოს როლისთვის.

კინოში პირველად ცნობილი გახდა Marvel-ის კინოსამყაროს პერსონაჟ ლოკის როლის შესრულებით. იგი გამოჩნდა ფილმებში „თორი“ (2011), „შურისმაძიებლები“ (2012), „თორი: ბნელი სამყარო“ (2013) და „თორი: რაგნაროკი“ (2017). 2011 წელს მიიღო Empire-ის ჯილდო საუკეთესო ახალი მსახიობი მამაკაცისთვის და ნომინირებული იყო იგივე BAFTA-ზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2011 თორი Thor ლოკი
2011 შუაღამე პარიზში Midnight in Paris ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
2012 შურისმაძიებლები The Avengers ლოკი
2013 თორი: ბნელი სამყარო Thor: The Dark World ლოკი
2015 შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა Avengers: Age of Ultron ლოკი
2017 კონგი: თავის ქალის კუნძული Kong: Skull Island ჯეიმზ კონრადი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]