ტიხვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტიხვინი
Тихвин
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ლენინგრადის ოლქი
მუნიციპალიტეტი ტიხვინის რაიონი
კოორდინატები 59°38′00″ ჩ. გ. 33°30′00″ ა. გ. / 59.63333° ჩ. გ. 33.50000° ა. გ. / 59.63333; 33.50000
დაარსდა 1773
პირველი ხსენება 1383
ფართობი 25,4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 58 459 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81367
საფოსტო ინდექსი 187550, 187551, 187552, 187553, 187556, 187557
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი gorod.tikhvin.org
ტიხვინი — რუსეთი
ტიხვინი
ტიხვინი — ლენინგრადის ოლქი
ტიხვინი
ტიხვინი — ტიხვინის რაიონი
ტიხვინი

ტიხვინი (რუს. Тихвин) — ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. ტიხვინის რაიონისა და ტიხვინის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის 4 ნოემბერს ქალაქმა სამხედრო დიდების ორდენი მიიღო, 2011 წლის 9 დეკემბერს კი ქალაქში, კირილ ნემეცკოვის სახელობის მოედანზე, გაიხსნა „სამხედრო დიდების ქალაქის“ ძეგლი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 58 459 ადამიანს შეადგენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლება პირველად დღევანდელი ტიხვინის ტერიტორიაზე 1383 წლით დათარიღებულ დოკუმენტებშია ნახსენები.

ვოლგა-ლადოგისა და ბალტიის ზღვის სავაჭრო გზების სიახლოვეს მდებარეობის გამო ტიხვინის პოგოსტი თავიდანვე სწრაფად განვითარდა. XVI საუკუნის დასაწყისისთვის კი დასახლება მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო.

1507-1515 წლებში მოსკოვის დიდი თავადმა ვასილი III-მ ნოვგოროდელ მშენებელს დიმიტრი სირკოვს დაავალა, ქალაქში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ხის ეკლესიის მაგივრად, აეშენებინა ქვით, დიდი მასშტაბის ტიხვინის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]