ტილ ლინდემანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტილ ლინდემანი

ლინდემანი 2017 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 4 იანვარი, 1963 (1963-01-04) (61 წლის)
დაბ. ადგილი ლაიფციგი, საქსონია, გდრ
ჟანრ(ებ)ი შოკ როკი, ინდუსტრიული მეტალი, მძიმე მეტალი
საქმიანობა მუსიკოსი, პიროტექნიკოსი, მსახიობი, პოეტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, დრამები, გიტარა, ბას-გიტარა, კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 1985 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Motor Music, Republic, Slash, Universal Music Group
ტილ ლინდემანი ვიკისაწყობში
ლინდემანი 2004 წელს

ტილ ლინდემანი (გერმ. Till Lindemann, დ. 4 იანვარი, 1963, ლაიფციგი, გდრ) — გერმანელი მუსიკოსი, მსახიობი და პოეტი, უკეთ ცნობილი როგორც გერმანული მძიმე მეტალ ჯგუფ რამშტაინის ვოკალისტი და ტექსტების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილ ლინდემანი დაიბადა ლაიფციგში, გდრ. მისი მამა, მხატვარი, მწერალი და პოეტი ვერნერ ლინდემანი, 40 წიგნზე მეტის ავტორია, ქალაქ როსტოკში მის პატივსაცემად ერთ-ერთი სკოლა მისი სახელობისაა.[1] დედა, ბრიჯიტ ჰილდეგარდ ლინდემანი, ჟურნალისტად მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. ტილს მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ვერნერი თავის წიგნში „მაიკ ოფდფილდი სავარძელში“ („Mike Oldfield im Schaukelstuhl“), როგორც დღიურში, ისე აღწერს კონფლიქტს თავის 19 წლის შვილთან (თუმცა, წიგნში მას ტიმი ჰქვია).

ბავშვობის წლები ტილმა სოფელ ვენდიშ-რამბოვში გაატარა შვერინის მახლობლად. 1975 წელს, როდესაც იგი 12 წლის იყო, ხოლო მისი და — ექვსის, მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ და დედა მეორედ გათხოვდა აშშ-ის მოქალაქეზე.[1]

11 წლის ასაკში ლინდემანი შევიდა როსტოკის სპორტულ კლუბში, ხოლო 1977–1980 წლებში სწავლობდა სკოლა-ინტერნატში. 1978 წელს ლინდემანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ საცურაო ჩემპიონატში ფლორენციაში და შერჩეულ იქნა 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, მაგრამ აქ მისი სპორტული კარიერა დამთავრდა. მან დატოვა სასტუმრო, სადაც მისი გუნდი იყო განლაგებული, და მის ნაცნობ გოგონასთან ერთად რომის დასათვალიერებლად გაემართა. ადრე ტილს არ ჰქონდა საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების შესაძლებლობა. მეორე დღეს ლინდემანი დაბრუნდა სასტუმროში, მაგრამ უსიამოვნებები თავიდან ვერ აიცილა: იგი დაკითხეს შტაზის (გდრ-ის უსაფრთხოების სამსახური) აგენტებმა.

ვიკიციტატა
„მაშინ მე დიდი უსიამოვნებები შემხვდა! მე დამიბარეს შტაზიში დამატებით დაკითხვებზე. ის, რაც მე ჩავიდინე, მათთვის დანაშაული იყო. იმ მომენტში მე პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ არათავისუფალ, ჯაშუშური სიტემით აღჭურვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მას შემდეგ მე ეჭვიც აღარ გამჩენია ამის თაობაზე…“

ტილმა ცურვა მხოლოდ ამიტომ არ მიატოვა: მთავარი მიზეზი მუცლის კუნთების ტრავმა გახდა, რომელიც მან ვარჯიშისას მიიღო.[1]

მისივე სიტყვებით, მას სპორტი სკოლის პერიოდში დიდად არასდროს ხიბლავდა. შემდეგ იგი მუშაობდა თანაშემწედ სადურგლოში, გალერეის ტექნიკოსად, ტორფის მჭრელად და კალათების ფეიქრად. 1981 წელს მან, როგორც ჩანს, უარი განაცხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მეთვრამეტე თვის მოხდაზე, რის გამოც კინაღამ ციხეში ჩასვეს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერნერს უნდოდა, რომ მისი შვილიც პოეტი გამოსულიყო, და, რეალურად, ასეც მოხდა: ტილ ლინდემანი არა მარტო რამშტაინის ვოკალისტი და ტექსტების ავტორია; მას გამოცემული აქვს საკუთარი ლექსების კრებული „Messer“. იგი გამოვიდა 2002 წლის ნოემბერში და მოიცავს 54 ლექსს, რომელთაც თავი ერთად მოუყარა გერტ ჰოფმა, ავტორმა წიგნისა „რამშტაინი“ და ჯგუფის პიროდიზაინერმა.[2]

ტილ ლინდემანი ცოლს გაშორებულია. ჰყავს 2 ქალიშვილი: ნელე და მარი-ლოუისი. 2007 წელს უფროსმა ქალიშვლიმა ნელემ იმშობიარა, რის შედეგადაც ტილი ბაბუა გახდა. ტილის მამა გარდაიცვალა 1993 წელს, გავრცელებული ხმების მიხედვით, ალკოჰოლიზმისგან. თუ დავუჯერებთ იმავე წყაროს, ეს მოხდა ეკლესიაში. არსებობს ვარაუდები, რომ სიმღერა Heirate Mich რამშტაინის პირველი ალბომიდან ამ მოვლენას ეძღვნება.

2011 წლის 6 აპრილს გამოაშკარავდა, რომ ლინდემანს და მსახიობ სოფია თომალას რომანი აქვთ.[3][4]

ტილ ლინდემანი მოდური ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის New Rock თანამფლობელია.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინდემანმა მუსიკალური მოღვაწეობა დრამებზე დაკვრით დაიწყო ჯგუფში First Arsch. ამ ჯგუფში ყოფნისას მათ გამოუშვეს ერთი ალბომი Saddle Up. ლინდემანმა პანკ-ჯგუფთან Feeling B ერთად (რომელიც იყო პაულ ლანდერსისა და კრისტიან ლორენცის ყოფილი ჯგუფი) ჩაწერა ერთი სიმღერა. 1990-იან წლებში ლინდერმანმა დაიწყო ტექსტების წერაც. 1994 წელს ტრიომ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში ბერლინში, რამაც საშუალება მისცა მათ ჩაეწერათ ოთხი დემო პროფესიონალურად. ლინდემანი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა.

იმ დროისთვის ლინდემანი შვერინში შეხვდა რიხარდ კრუსპეს. სწორედ კრუსპემ შესთავაზა ტილს ვოკალისტის ადგილი ახალ ჯგუფში, რომელზედაც ის დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა. თავად ტილი ამ შემოთავაზებით გაკვირვებული დარჩა, რადგან არასდროს არ შეუმჩნევია საკუთარ თავში ვოკალისტის მონაცემები. რიხარდი კი დარწმუნებული იყო, რომ ლინდემანისგან შესანიშნავი ვოკალისტი დადგებოდა. ტილს შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს და, ამრიგად, იგი გახდა ახლადშექმნილ ჯგუფ რამშტაინის ვოკალისტი.

2012 წლის იანვარში ლინდემანი ინტერვიუზე დაითანხმა მძიმე მეტალის ანთროპოლოგისტმა სემ დანმა, ტელეარხის VH1 Classic სერიებისთვის Metal Evolution, შოკ როკის განყოფილებაში. ეს ცოტა მოულოდნელი იყო ლინდემანისაგან, რადგან იგი და მთლიანად რამშტაინი ინტერვიუებით არ ანებივრებს ჩრდილოეთ ამერიკას.[5]

სასცენო სახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინდემანი რამშტაინის შოუზე ორი ხელზედასამაგრებელი ცეცხლმფრქვეველით.

ლინდემანის ყოფნა სცენაზე ყოველთვის ეფექტურია. მას გააჩნია ბანის დიაპაზონის დაბალი რეგისტრის ხმა, რომელსაც მსმენელი ადვილად გამოარჩევს. იგი ხშირად იყენებს პიროტექნიკას მეტი ეფექტის მოსახდენად. 1996 წლის ბერლინის ინცინდენტის შემდეგ დაიქირავა პროფესიონალი პიროტექნიკოსები და მათგან გაიფართოვა ცოდნა ამ განხრით. როგორც მისი ჯგუფის წევრი კრისტოფ შნაიდერი ამბობს, „იგი ყოველთვის იწვება, მაგრამ მას მოსწონს ტკივილი.“

სცენაზე იგი სხვა მაზოხისტურ აქტებსაც ახორციელებს. ასე მაგალითად: სიმღერის Sehnsucht შესრულებისას იგი მიკროფონს კეტივით ირტყავს თავში მანამ, სანამ თავი არ გაუტყდება და მთლიანად სისხლით არ მოისვრება. სიმღერის Bestrafe Mich (Punish Me) შესრულებისას კი იგი თავის თავს ისჯის ცხრაბოლოიანი მათრახით (მისი თქმით, არც ისე საშიშია). ორივე ზემოთ აღწერილი ქმედების ხილვა შესაძლებელია DVD-ზე Live aus Berlin.

სტუმრად სხვა ჯგუფებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლინდემანი დრამებზე უკრავს ჯგუფის Feeling B სიმღერაში Lied von der unruhevollen Jugend, რომელიც რუსულ ენაზეა. წლების შემდეგ, 2001 წლის 19 ნოემბერს, რამშტაინმა ეს ტრეკი ცოცხლად შეასრულა სანქტ-პეტერბურგში მათი ალბომის Mutter მხარდამჭერ ტურნეზე.
  • ლინდემანის ხმის გაგონება შესაძლებელია სიმღერაში Helden (დევიდ ბოუის სიმღერის Heroes ქავერი), რომელიც შესულია აპოკალიპტიკის ალბომში Worlds Collide.[6]
  • ლინდერმანი მღერის ასევე Die Puhdys-ის სიმღერაში Wut Will Nicht Sterben.
  • ტილ ლინდემანმა და რიხარდ კრუსპემ შეასრულეს ჯგუფ Aria-ს სიმღერის Shtil ქავერი და გამოუშვეს სახელწოდებით Schtiel.
  • 2011 წლის სექტემბრის ბოლოს ლინდემანი გადაიღეს ჯგუფის Knorkator კლიპში — Du Nich.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999: პოლა X (მუსიკოსის როლში)
  • 2002: სამი იქსი (საკუთარი თავის როლში)
  • 2003: პინგვინი ამუნდსენი (ვიკტორის როლში)
  • 2004: ვინცენტი (ცხოველების უფლებების დამცველის როლში)

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამშტაინთან ერთად
First Arsch-თან ერთად

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტილ ლინდერმანი ამბიდექსტრია: მას შეუძლია მარცხენა ხელითაც ისევე კარგად წეროს, როგორც მარჯვენათი, რის გამოც რამშტაინამდე ცაციებისთვის აწყობილ ბას-გიტარაზე უკრავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (2002) რედ. Gert Hof: Till Lindemann: „Messer“. Frankfurt: Eichborn. ISBN 3-8218-0927-2. 
  • Werner Lindemann (1989). Mike Oldfield im Schaukelstuhl. Notizen eines Vaters Der Morgen. Berlin: Buchverlag Der Morgen. ISBN 3-371-00188-1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Жак Тати (2010). Rammstein: будет больно, Дискография. Спб.: Амфора, გვ. 10-19, გვ. 191. ISBN 978-5-367-01306-1. 
  2. Eichborn Internet - Autoren in Presseseite: Till Lindemann. Eichborn-Verlag.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-13. ციტირების თარიღი: 2012-02-15.
  3. „RAMMSTEIN“-SÄNGER TILL LINDEMANN Das ist der Mann, den Sophia Thomalla liebt. bild.de. ციტირების თარიღი: 2012-02-16.
  4. Sophia Thomalla wieder im siebten Himmel — Die Schöne und der Rammstein-Rocker. stern.de. ციტირების თარიღი: 2012-02-16.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-14. ციტირების თარიღი: 2012-02-15.
  6. Apocalyptica feat. Till Lindemann. Rammstein-Austria.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-05. ციტირების თარიღი: 2012-02-16.