ტიბერიუს გრაკქუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პორტრეტი ბიოგრაფიათა კრებულში „Promptuarii Iconum Insigniorum“ (1553)

ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი (ლათ. TI·SEMPRONIVS·TI·F·P·N·GRACCHVS; დ. ძვ. წ. 162 — გ. ძვ. წ. 133) — რომაელი სახალხო ტრიბუნი. იცავდა პლებეების უფლებებს, წარადგინა რეფორმა რომლის მიხედვითაც იზღუდებოდა სახელმწიფო მიწით სარგებლობის უფლება, თითოეულ ოჯახს 1000 იუგერზე (300 ჰა) მეტი არ უნდა ჰქონოდა. მის რეფორმას წინ აღუდგა სენატი და მსხვილ მიწათმფლობელთა უმრავლესობა.სენატმა ტიბერიუს გრაკქუსი დაადანაშაულა სამეფო ხელისუფლებისკენ მიდრეკილებაში. ის და მისი მრავალი მომხრე დახოცეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]